კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხელი მოლა პრობაციის კახეთის სამსახურს სასამართლოში უჩივის

28 ივლისი, 2010

მორწმუნე  მუსულმანთა აღმასრულებელი  ორგანოს ახუნდი, ლაგოდეხელი მოლა რიზვან ალმაზოვი პრობაციის ეროვნული სააგენტოს კახეთის  სამსახურს სასამართლოში უჩივის. მოლა პრობაციის  სამსახურს „არასაპატიმრო  სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც რიზვან ალმაზოვმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის პირობითი მსჯავრდებულია და პრობაციის  სამსახურთან შეთანხმების  გარეშე საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარი ნამდვილად გადაკვეთა, მაგრამ პრობაციის სამსახური ვალდებული იყო კანონდარღვევა დაუყოვნებლივ გამოევლინა. „თუ მეტყოდნენ, რომ კანონი დავარღვიე, მეორედ საზღვარს აღარ გადავკვეთდი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 9 ოქმი 4 ივნისს არის შედგენილი და ყველა ერთად 29 ივნისს ჩამბარდა, რითაც კანონი დაარღვიეს. ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია. კანონი ჯარიმას 500 -დან 1000 ლარამდე ითვალისწინებს, პრობაციის სამსახურმა კი 1000 ლარიანი ჯარიმები გამომიწერა, სულ 9 000 ლარი“, - ამბობს ალმაზოვი.

„ადამიანის  უფლებათა ცენტრის“ იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში, სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის საზედამხედველოდ გამოყოფილი, საქართველოს შს სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დააკავოს მსჯავრდებული და ეს დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პრობაციის ეროვნული სააგენტო ვალდებულია შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაუყოვნებლივ მიავლინოს უახლოესი პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი და მიაწოდოს მას სათანადო ინფორმაცია. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში, შეადგინოს და მსჯავრდებულს გადასცეს სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულება. იურისტის განცხადებით, პრობაციის სამსახურს კანონით დადგენილი ეს მოთხოვნები დარღვეული აქვს.

ლაგოდეხელი  მოლა სასამართლოსგან ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმების  ბათილად ცნობას ითხოვს. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები