კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები მორიგ საპროტესტო აქციას 30 ივლისს გამართავენ

29 ივლისი, 2010
გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობიდან გამოსახლებული დევნილები მორიგ საპროტესტო აქციას 30 ივლისს ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან გამართავენ.

დევნილები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან თბილისში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ აქცია 28 ივლისს სამინისტროს შენობის წინ გამართეს.

დევნილებისთვის მიუღებელია სამინისტროს შეთავაზება, საცხოვრებელი ფართებით რეგიონებში დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რადგან მათ რეგიონებში გადასახლებასთან ერთად თბილისში სამსახურებისა და სხვადასხვა შემოსავლის წყაროს დაკარგვა მოუწევთ.

რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს პოზიციას, როგორც პრესსამსახურის უფროსმა ეკა გულუამ განაცხადა, სამინისტრო თავის შეთავაზებას არ ცვლის და დევნილებს რეგიონების მიხედვით, სრულად რეაბილიტირებულ ფართებს საკუთრებაში სთავაზობს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გამართულ აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის როგორც „სამშობლოს“ შენობიდან გამოსახლებული, ასევე, თბილისში სხვადასხვა ობიექტებში დროებით შესახლებული დევნილები, რომლებიც აცხადებენ, რომ გამოსახლების საფრთხე დღეს თუ ხვალ მათაც ემუქრებათ.

საპროტესტო აქციას „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი შეუერთდა. მან დევნილებს გაერთიანებისკენ და პროტესტის უფრო აქტიურად და მასშტაბურად გამოხატვისკენ მოუწოდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები