კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტება მიხეილ სააკაშვილი რასისტულ გამონათქვამებზე

29 ივლისი, 2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ფინანსთა სამინისტროში შეხვედრისას გაკეთებულ გამონათქვამთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
 
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის წარმოთქმულ სიტყვებს არავითარი კავშირი არა აქვს რომელიმე რასასთან და იგი არ ყოფილა გამოყენებული რასობრივი დისკრიმინაციის კონტექსტში.

„საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმულ ქართულ გამონათქვამს, რომელიც, როგორც წესი, არ გამოიყენება და არც ამ შემთხვევაში ყოფილა გამოყენებული რასობრივ კონტექსტში, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ შეგნებულად მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია და რასობრივი კონოტაცია“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა საბაჟო სამსახურის გაუმართაობის გამო მთავრობის წევრებს უსაყვედურა და მათ საბაჟო სამსახურის გაკონტროლება დაავალა. „აი, ვინ არცხვენს რესპუბლიკას“,  არ მინდოდა ამ სომხური გამონათქვამის გამოყენება, მაგრამ ასეა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ნიკა გილაურს  და შემოსავლების სამსახურის უფროსს გიორგი ცხაკაიას კითხვით მიმართა - შეუმოწმებიათ თუ არა მათთვის ჩანთები ევროპულ ქვეყნებში სტუმრობისას. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი პრეზიდენტმა იკითხა - „აბა ჩვენ ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები