კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის პროკურატურას კაბალში არჩევნების გაყალბების საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებს

29 ივლისი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის რაიონულ პროკურატურას, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებს.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, პროკურატურამ მათ მიერ წარდგენილი განცხადებისა და მასალების საფუძველზე გამოძიება 2010 წლის 3 ივნისს დაიწყო, მაგრამ გამოძიებას მოწმეები დღემდე არ დაუკითხავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის, ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის, არჩევნებში საზღვარგარეთ წასული პირების მონაწილეობის და სხვა ფაქტები.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 164 მესამე პრიმა მუხლით არის აღძრული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები