კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედა, რომელსაც სამივე შვილი წაართვეს, სიღნაღის სასამართლოსთან შიმშილობის დაწყებას აპირებს

23 ივლისი, 2010
სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები ნინო ქემაშვილი, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებამ, რაიონული სასამართლოს განჩინებით სამივე ბავშვი წაართვა, სიღნაღის სასამართლოს შენობასთან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობის დაწყებას აპირებს.

„6 წლის ანა და 3 წლის მიხეილ აბეწვაშვილები, სააგენტოს თანამშრომლებმა, ოჯახის თანხმობის გარეშე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში გასულ წელს გადაიყვანეს, ამჟამად კი დავა მესამე ბავშვზეა, 1 წლის გიორგი აბეწვაშვილზე. სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დედას მესამე ბავშვიც უნდა წაართვან. ეს ბავშვები მე გავაჩინე, როგორც შემიძლია ვზრდი, რატომ მაგლეჯენ ამ ბავშვებს, არ ვიცი. ალბათ, იმიტომ, რომ ერთხელ ბავშვის გაყიდვა შემომთავაზეს და უარი ვთქვი. ჩემმა ადვოკატმა სასამართლოს თავმჯდომარე ხვიჩა კიკილაშვილს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ მოსამართლემ ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ამიტომაც სასამართლოს შენობასთან შიმშილობას დავიწყებ და უსამართლობა რომ არის, კიბეებზე მოვკვდები შიმშილისგან“, - განუცხადა ნინო ქემაშვილმა კახეთის საქინფორმაციო ცენტრს.

სიღნაღის სოციალური მომსახურების ცენტრში განმარტავენ, რომ საცხოვრებლად არასაკმარისი პირობების გარდა, დედა ბავშვებზე ძალადობდა, რაც მოზარდების ბავშვთა სახლში გადაყვანის მიზეზი გახდა. ცენტრის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი კატეგორიულად უარყოფს აბეწვაშვილების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცენტრის თანამშრომელმა დედას ბავშვის გაყიდვა შესთავაზა.

აბეწვაშვილების მეზობლები არ ადასტურებენ ინფორმაციას დედის მიერ ბავშვებზე ძალადობის თაობაზე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები