კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნავთობის ამოფრქვევით დაზარალებულები „კანარგო ჯორჯიას“ პარალიზებას აპირებენ

30 ივლისი, 2010

საგარეჯოს რაიონის სოფლების ნინოწმინდისა და წყაროსთავის მაცხოვრებლები, პროტესტის ნიშნად, ნავთობკომპანია „კანარგო ჯორჯიას“ მუშაობის პარალიზებას აპირებენ. როგორც დაზარალებულებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, სასამართლო არაობიექტურად განიხილავს მათ სარჩელს, რითაც ისინი ნავთობკომპანიისგან კომპენსაციის გადახდას ითხოვენ.

„სასამართლოს სარჩელით 2005 წელს მივმართეთ. 2007 წლის 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვიძემ დააკმაყოფილა ჩვენი ადვოკატის შუამდგომლობა და ეკოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა. თუმცა, მოგვიანებით საქმიდან ეს გადაწყვეტილება გაქრა მიუხედავად ამისა, დავას მაინც ვაგრძელებთ. თუმცა, პარალელურად, ნავთობკომპანიის პარალიზებას ვგეგმავთ. მოვითხოვთ, კომპანიამ დაზარალებულებს კომპენსაცია გადაგვიხადოს“, - განაცხადეს სოფელ ნინოწმინდის მაცხოვრებლებმა.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მე-100 ჭაბურღილიდან დიდი რაოდენობით ნავთობი და გაზი 2004 წლის 10 სექტემბერს ამოიფრქვა. ღია შადრევნის დალუქვა სპეციალისტებმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოახერხეს. ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ სოფლებში ნინოწმინდასა და წყაროსთავში მასობრივად გავრცელდა მკერდის, ყელის და კანის სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები. ავარიის შედეგად განადგურდა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, დაბინძურდა წყალი და ნიადაგი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები