კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოკლული დიტო დენტოშვილის დედა გამოძიებას არაობიექტურობაში ადანაშაულებს

4 აგვისტო, 2010
თელავში მოკლული დიტო დენტოშვილის დედა თამარ დენტოშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. თამარ დენტოშვილის თქმით, თელავის საკრებულოს ნაციონალმა წევრმა თემურ მეტრეველმა მისი შვილი განზრახ მოკლა, სისხლის სამართლის საქმე კი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 3 ივლისს, თელავში, კულტურისა და დასვენების პარკში ჩხუბი მოხდა. სახელისუფლებო პარტიიდან თელავის საკრებულოს წევრმა, 26 წლის თემურ მეტრეველმა 42 წლის დიტო დენტოშვილი სასტიკად ცემა. თვითმხილველების თქმით, ცემის შემდეგ მეტრეველმა დენტოშვილს თავში ქვა ჩაარტყა. დენტოშვილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 7 ივლისს გარდაიცვალა, თუმცა მეტრეველს არ აკავებდნენ. მეტრეველი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მომხდართან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა. თეიმურაზ მეტრეველს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურა მას სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. აღნიშნული მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

თემურ მეტრეველი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში მე-6 ნომერი იყო. მანამდე მეტრეველი წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო. საკრებულოში ის სარეზერვო და სამანდატო, საპროცედურო კომისიას ხელმძღვანელობდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები