კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროში 6 000 მდე მიწის მფლობელს გაუქმებული გადასახადების გადახდას ახლიდან სთხოვენ

4 აგვისტო, 2010
დედოფლისწყაროს რაიონში 6 000 მდე მიწის მფლობელს გაუქმებული გადასახადების გადახდას ახლიდან სთხოვენ. როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, 2000 წელს დედოფლისწყაროს რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა, რის გამოც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და გლეხები მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.

ფერმერების თქმით, 2007 წლის 11 ივლისს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებს და ადგილობრივ თვითმმართველობას შეუწყდა საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე რიცხულ საურავებზე.

იურისტების განმარტებით, მიწის მფლობელები 2005 წლის 1 იანვრამდე მიწაზე ქონების გადაუხდელი გადასახადების გადახდისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ 2008 წლის 21 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სათათბირომ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც რეგიონული საგადასახადო ინსპექციები ფერმერებისგან მიწაზე ქონების გადასახადის და მასზე 2000 წლის შემდეგ დარიცხული დიდი ოდენობით საურავების გადახდას მოითხოვენ.

მიწის მფლობელთა განცხადებით, ისინი აღნიშნული გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ. საურავი კი ყოველდღიურად იზრდება. ამ მდგომარეობაში მარტო დედოფლისწყაროს რაიონში 6 000 – მდე ადამიანია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათათბიროს მიერ აღნიშნული დადგენილების შესახებ სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

ფერმერები გააფრთხილეს, რომ გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში მათ კუთვნილ მიწას ყადაღა დაედება და გაიყიდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები