08:16, Thursday, 24.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზედამხედველობის სამსახურის ჩინოვნიკმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

05.08.2010

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ჟურნალისტ ემზარ დიასამიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი 30 ივლისს, ე. წ. ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შეხლა-შემოხლის დაწყების მიზეზი მხოლოდ თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა იყო. დიასამიძე პოლიციის განყოფილებაშიც გადაიყვანეს. თუმცა პოლიცია ფაქტს საერთოდ უარყოფს.

რამდენიმე დღეა, ბონის ბაზრობის მიმდებარედ გარევაჭრობის აღსაკვეთად ზედამხედველობის სამსახური რეიდებს აწყობს. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი საკმაოდ უხეშად იქცევიან.

„ბონის ბაზრობასთან ჟურნალისტურ მოვალეობას არ ვასრულებდი. 30 ივლისს დილით სოფლიდან ჩამოვედი. თან მქონდა სოფლიდან წამოღებული ბოსტნეული, რომლის გაყიდვასაც ვაპირებდი. ჩემთან მოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი და ტერიტორიის დატოვება მომთხოვა. მოვითხოვე, ეჩვენებინა საბუთი, საიდან იყო, რაზეც უარი მითხრა. მე ვუთხარი - ან დოკუმენტი მაჩვენე, რომ ზედამხედველობის სამსახურიდან ხარ, ან გამეცალე-მეთქი. ამის შემდეგ ეს პიროვნება თავს მოულოდნელად დამესხა, მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით დავითაძე მომხდარს პროვოკაციას უწოდებს: „ეს პროვოკაციას უფრო ჰგავს... მე ვიცნობ ბატონ ემზარს და ჩემთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს ამ განცხადებებს, როცა შეიძლება შევხდეთ ერთმანეთს და დავილაპარაკოთ. პრობლემა ჩვენს ურთიერთობაში არასდროს არ არსებობდა“.

ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ კანონი გარევაჭრობას კრძალავს და მას ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს. უწყების თანამშრომლებს კი დებულება სპეციალურ სამოსში სიარულს არ ავალდებულებს.

ფაქტის თაობაზე ე.წ. ბონის ბაზრის სხვა მოვაჭრეებიც საუბრობენ, მაგრამ ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ. „დავინახე, ეს ბიჭი რომ მიყავდა ზედამხედველობის თანამშრომელს. ამ სამსახურისგან ასე გაწამებულია ხალხი“, - თქვა ერთ-ერთმა მოვაჭრემ. 

ბონის ბაზართან მყოფმა პატრულის თანაშრომლებმა ინციდენტს ყურადღება მანამ არ მიაქციეს, სანამ ერთ-ერთი მოქალაქე ჩხუბში აქტიურად არ ჩაერთო. ინციდენტი იმით დასრულდა, რომ ემზარ დიასამიძე და მოქალაქე, რომელიც შეხლა-შემოხლაში ჩაერთო, პოლიციის მეხუთე განყოფილებაში გადაიყვანეს. მცირე ხანში კი გაათავისუფლეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პოლიციის აღნიშნულ განყოფილებას, კერძოდ კი იმ დღის ცვლის უფროსს, ოლეგ ბოლქვაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტი საერთოდ არ მომხდარა: „ჩემი ჯგუფი მორიგეობდა დღეს დილით ბონის ბაზრობის მიმდებარედ. თუმცა, იქ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მეტი არაფერი ვიცი“.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC