კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

9 აგვისტო, 2010
6 აგვისტოს კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მცოხვრებმა დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. დევნილები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ.
 
როგორც დევნილმა, დიმიტრი ომანაძემ განაცხადა, ყოფილი მერვე საავადმყოფოს შენობაში 150-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ისინი 1993 წლიდან აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობენ აღნიშნულ შენობაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

მისივე თქმით, ითხოვენ ფართების დაკანონებას; აღნიშნული მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, პარლამენტს, სახალხო დამცველს, თუმცა მათ მოთხოვნას რეაგირება დღემდე არ მოყოლია.

ომანიძის ინფორმაციით, აფხაზეთის ომის შემდეგ დღემდე არანაირი კომპენსაცია ხელისუფლებისგან მათ არ მიუღიათ.

ფართის დარეგისტრირებას ითხოვს მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე წყალკანალის შენობაში ჩასახლებული დევნილი ტატიანა ესიავააც. როგორც მან განაცხადა აღნიშნულ შენობაშიაფხაზეთიდან დევნილი ოჯახი 43 ცოხოვრობს, ხოლო 8 ოჯახი - გორის რაიონიდან.

მისივე განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილები აღნიშნულ შენობაში 2 წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ შესახლდნენ, მანამდე ქირით ცხოვრობდნენ. მათაც ხელისუფლებისგან არანაირი საცხოვრებელი ფართი არ მიუღიათ.

აფხაზეთიდან დევნილის, ანდრო ატინიანის განცხადებით, ორთაჭალაში მდებარე ოფთალმოლოგიურ ცენტრში 1993 წლიდან ცხოვრობს. მისი განცხადებით აღნიშნულ შენობაში სულ 60 ოჯახია. ეს შენობა "პე-ეს-პემ" შეისყიდა და დევნილებს შენობის დატოვებას აიძულებენ. მათ სთავაზობენ კუკიაზე მდებარე დამწვრობის ცენტრში შესახლებას. მისი თქმით, აღნიშნული შენობა მათთვის მიუღებელია, ვინაიდან I სართულზე დამწვრობის ცენტრი ფუნქციონირებს.

„შენობა ინფექციის კერაა და მასში ბავშვების ცხოვრება სახიფათოა“, - აღნიშნა ანდრო ატინიანმა.

დევნილების განცხადებით, მათ ხელისუფლებისგან არანაირი საცოხვრებელი კომპენსაცია არ მიუღიათ. ისინი იღებენ მხოლოდ 28-ლარიან დახმარებას და მოითხოვენ ფართების დარეგისტრირებას.

აქციაზე იმყოფებოდა „კონსერვატორი“ ლაშა ჩხარტიშვილიც. როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 12.00 საათზე. მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები