კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

www.ick.ge ადამიანის უფლებებზე ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს მოამზადებს

9 აგვისტო, 2010
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ადამიანის უფლებებზე ფოტო და ვიდეო რეპორტაჟების მომზადებას ითვალისწინებს. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

„პროექტის მიზანია, ხმის ამოღების საშუალება მისცეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებენ; ჟურნალისტები შეაგროვებენ უნიკალურ ფოტო და ვიდეო მასალებს, რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ინტერნეტ-გაზეთში www.ick.ge ერთი წლის განმავლობაში გაშუქდება ადამიანის უფლებების შესახებ 300-მდე ფაქტი. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ისეთ ადგილებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები არ მუშაობენ“, - აღნიშნა პროექტის დირექტორმა გელა მთივლიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ დიდ რეგიონში - კახეთში მუშაობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებით  და საერთაშორისო ნორმებით ხელმძღვანელობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, 2009 წლიდან გამოსცემს პირველ რეგიონულ ინტერნეტ-გაზეთს საქართველოში www.ick.ge. გამოცემას ამზადეს პროფესიონალების გუნდი და მის შექმნაში მონაწილეობენ სტუდენტები. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები კახეთის რამდენიმე რაიონში მუშაობენ; ცენტრს სპეციალური კორესპონდენტები ჰყავს პანკისის ხეობასა და საინგილოში (დასავლეთ აზერბაიჯანში).

კახეთის საინფორმაციო ცენტრი    

ახალი ამბები