კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ნიკა კვეზერელს ორთვიანი პატიმრობა შუეფარდა

9 აგვისტო, 2010
9 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ამჟამად „კონსერვატიული პარტიის“ წევრს, ნიკოლოზ კვეზერელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა კვეზერელი 6 აგვისტოს თაღლითობის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პროკურატურამ და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა.

მას ბრალად ედება 2009 წელს კორეელი ინვესტორისათვის ჩელ ჰო პატისათვის ღაღლითური გზით ფულის და ავტომობილის გამოძალვა.

გამოძიების მტკიცებით, კორეელ ინვესტორს კვეზერელმა ჯერ 10 000 დოლარი, შემდეგ 250 000 დოლარი, მოგვიანებით კი 40 000 დოლარად შეფასებული ~ინფინიტის~ მოდელის ავტომანქანა გამოსძალა. კვეზერელმა ინვესტორს 10 000 დოლარი მისი კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ, 250 000 დოლარი კი, მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ გამოსძალა.

ნიკა კვეზერელი ოპოზიციის 9 აპრილის აქციების დროსაც დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. მას ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენაში.

ნიკა კვეზერელი უშიშროების სამინისტროს ქვედანაყოფის "ომეგას" მეთაურის თანამდებობაზე მუშაობდა.

ნიკა კვეზერელი სასჯელს იხდიდა 1995 წლის 29 აგვისტოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის განხორციელების გამო. ამ ბრალდებით იგი უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სპეცრაზმის ყოფილ წევრებთან და რამდენიმე „მხედრიონელთან“ერთად გაასამართლეს. თუმცა, მოგვიანებით სასამართლომ კვეზერელს ტერაქტის ბრალდება მოუხსნა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთ–ერთი მოქალაქის გატაცებისა და მისთვის სხეულის დაზიანების ბრალდებით. შეწყალებით ის საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები