კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია-ს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ 49 საქმე აქვს გაგზავნილი

6 აგვისტო, 2010
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ 49 საქმე აქვს გაგზავნილი, რომელშიც 340 დაზარალებულის ინტერესია გათვალისწინებული. იურისტების განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ შეილახა მათი დაცვის ქვეშ მყოფების ფუნდამენტური უფლებები.

„მასობრივად ხდებოდა მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათი ტყვეობაში ყოფნა. ტყვეობაში ყოფნის პერიოდში იძულებულნი იყვნენ გაეწიათ მონური შრომა;  მრავალმა მათგანმა დაკარგა ახლობლები და ასევე რეალური საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს; დაზარალებულთა ნაწილი გახდა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი. ასევე მასობრივად ხდებოდა ქონების განადგურება. დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობის სახლები მთლიანად გადამწვარია“, - აღნიშნეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

მათივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ამასთან, საიამ მოითხოვა, რომ ევროსასამართლომ საქართველოში მოავლინოს ფაქტების დამდგენი კომისია, რომელიც ადგილზე გაერკვევა საქმის ვითარებაში.

საქმის განმცხადებელთა სასარგებლოდ დამთავრების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციას, დევნილების სასარგებლოდ იმ მორალური და მატერიალური ზიანისთვის, რაც მათ აგვისტოს კონფლიქტის შედეგად განიცადეს, კომპენსაცია  დაეკისრება.
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები