კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღატაკი მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

6 აგვისტო, 2010
თელავის რაიონის სოფელ ვანთაში მცხოვრები ნუსხელიძეების მრავალშვილიანი ოჯახი საარსებო შემწეობის დანიშვნისთვის დახმარებას ითხოვს. ოჯახის წევრებს პირადობის მოწმობები არ აქვთ და სიღატაკის დაძლევის პროგრამაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. ნუსხელიძეები ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ. ოთახს არც კარი აქვს, არც ფანჯარა და არც იატაკი. არც სკამები აქვთ და არც მაგიდა. ოთახში მხოლოდ ორი ძველი საწოლი დგას. ამ პირობებში მშობლები და სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.

როგორც ნუსხელიძეების მეზობლებმა განაცხადეს, მშობლები არ მუშაობენ. ოჯახის უფროსი ზურაბ ნუსხელიძე ხშირად სვამს და სახლში იშვიათად მიდის. მისი მეუღლე კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ხშირად ოთხი წლის, ორი წლის და ოთხი თვის გოგონებს მთელი დღის განმავლობაში უპატრონოდ ტოვებს, რომ საჭმელი იშოვოს.

„ვისაც შეგვიძლია, ვეხმარებით. პირადობის მოწმობა ვერაფრით აიღეს, რომ დახმარებით ისარგებლონ“, -  აღნიშნა მეზობელმა მაგული ნუსხელიძემ.

სოფელ ვანთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის იოსებ იოსებაშვილის თქმით, ის რამდენჯერმე შეეცადა დახმარებას, ნუსხელიძეებს პირადობის მოწმობები აეღოთ, მაგრამ ვერ მოახერხა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები