კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოს დაცვის სამინისტროს საერთაშორისო გრანტის არაეფექტურ ხარჯვაში ადანაშაულებენ

6 აგვისტო, 2010
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო გრანტის არაეფექტურ ხარჯვაში ადანაშაულებენ. კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების პროექტი ჰოლანდიის მთავრობამ დააფინანსა, ქართულმა მხარემ კი პროექტი ფაქტობრივად ჩააგდო.

პროექტი კახეთიდან ვადაგასული პესტიციდების გატანას, ტერიტორიების დასუფთავებას და ნიადაგის აღდგენას ითვალისწინებდა. სინამდვილეში, შხამ - ქიმიკატების ყოფილი საწყობებიდან მხოლოდ ტომრებში დარჩენილი პესტიციდებია გატანილი. რეგიონში დღემდეა დარჩენილი ისეთი შხამ - ქიმიკატები, რომლებიც სპეციალისტების თქმით, წამლავს ადამიანსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, იწვევს სიმსივნურ დაავადებებს და ბავშვებში თანდაყოლილ დეფექტებს, აბინძურებს წყალს, საკვებსა და ჰაერს.

პროექტით გათვალისწინებული შედეგები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უნდა მიეღო. სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა სამმართველოს ევალებოდა, კონტროლი გაეწია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დროულად და კარგად შესრულებულიყო, თუმცა პროექტს ქართული მხრიდან სწორედ აღნიშნული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ხათუნა ახალაია ახორციელებდა. პროექტის მიმდინარეობისას ახალაია პროექტის მენეჯერის და სამინისტროს უფროსი სპეციალისტის ხელფასს ერთდროულად იღებდა, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ კორძაიას განცხადებით, დარღვევაა. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა“, - აღნიშნავს კორძაია.

ამასთან, პროექტის შესაბამისად, ვადაგასული პესტიციდები სპეციალურ შესაფუთ მასალაში უნდა მოთავსებულიყო, რომელიც საზღვარგარეთიდან უნდა შემოეტანათ. ახალაიას ნებართვით კი ძლიერი დამაბინძურებლები ფქვილის ტომრებში მოათავსეს, რომელიც მან სიღნაღის რაიონის დაბა წნორში, ერთ - ერთ მაღაზიაში 45 თეთრად იყიდა.

ჟურნალისტური გამოძიების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ მოსამართზე: http://ick.ge/ka/jinvestigation/2296-2010-08-05-06-58-06.html  

ჟურნალისტური გამოძიება კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით მოამზადა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები