კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ურეკს ამდენი დამსვენებელი და პრობლემები არ ახსოვს

10 აგვისტო, 2010
დაბა ურეკში დამსვენებელთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს.
როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ქალაქ ქობულეთის მოუწესრიგებელი კანალიზაცია და გადათხრილი ქუჩებია, რის გამოც იქიდან ურეკს უკმაყოფილო დამსვენებელთა დიდმა ნაკადმა მიაშურა. დამსვენებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, დაბაში გარევაჭრობის მასშტაბებიც გაიზარდა და  ქაოსური სახე მიიღო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაზა გოგუაძის თქმით, წლებია, ურეკს ამდენი დამსვენებელი არ ახსოვს. გარევაჭრობის პრობლემებისა და სხვა საკითხების მოგვარების მიზნით, დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს. 

„ურეკში ყველა კუთხე მოუწესრიგებელია. გაფრთხილება ყველას მივეცით. თუმცა, ჯერჯერობით, ჩემი ინფორმაციით, არავინ დაუჯარიმებიათ. მუნიციპალიტეტი ტერიტორიას გამოყოფს და მოვაჭრეებს სპეციალურ ადგილს მივუთითებთ. თუ ვინმე ჩვენს მითითებას დაარღვევს, სამართალდამცავებს ვაცნობებთ, რის შემდეგაც მათ უნდა გაატარონ დამსჯელი ღონისძიება“, - გვითხრა გოგუაძემ.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები