კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების შემდეგ ხელისუფლება გარემოვაჭრეებს მიუბრუნდა

10 აგვისტო, 2010
ოზურგეთის ძველი და ახალი ბაზრის მოვაჭრეებს შორის დავა განახლდა.
ე.წ. ძველი ბაზრის დახურვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოზურგეთში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდა.

ძველი ბაზრის თემა წინასაარჩევნო პერიოდში მინავლდა. როგორც ამბობდნენ, ადგილობრივ ხელისუფლებას ზედმეტი ხმაური და თავისტკივილი ხელს არ აძლევდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ძველი და ახალი ბაზრის მოვაჭრეები დღეგამოშვებით დადიან. ორივე მხარე მოითხოვს, დაკმაყოფილდეს მათი სურვილი. „ახლები“ მოითხოვენ, შეწყდეს ძველ ბაზარში ვაჭრობა, „ძველები“ კი ბაზრის ფუნქციონირების  ჩვეული რეჟიმის დატოვებას ითხოვენ.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეიშვილმა გვითხრა, მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვა, 10 დღის ვადაში სამართლებრივი აქტით განსაზღვროს გარევაჭრობის კონკრეტული ადგილები, მისი სარგებლობის ფორმები, წესები და შედეგებზე ინფორმაცია საკრებულოს წარუდგინოს.

მისივე თქმით, ძველი ბაზრის მოვაჭრეებიც ამჟამად უკვე გარემოვაჭრეების კატეგორიაში შედიან.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი ამბობს, წინა მოწვევის საკრებულოს დადგენილება ზედამხედველობის სამსახურმა უნდა არასრულოს.

ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ბაზრის მოვაჭრეებს არაერთი გაფრთხილება მისცეს, რადგან უკანონოდ ფლობენ ტერიტორიას და, შესაბამისად, უკანონო ვაჭრობას ეწევიან.

„ძველ ბაზარს აღუდგა ფუნქციონირება, აკრძალვა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ვრცელდება“, - გვითხრეს ზედამხედველობის სამსახურში. თუმცა, ვერ დაგვიკონკრეტეს, რატომ აკრძალეს მაინცდამაინც სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობა, როცა ანალოგიური პროდუქტებით ახალ ბაზარსა თუ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ჩვეულებრივად ვაჭრობენ.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები