კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთიდან დევნილები სახალხო დამცველს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

10 აგვისტო, 2010
გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ საძილე კორპუსებიდან იძულებით გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილები საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს და მის აპარატს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

როგორც დევნილებმა ხათუნა ბარქაიამ, დალი ქარდავამ და ივეტა გვარამიამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, სახალხო დამცველის აპარატს მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდეს და დახმარება სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დევნილების თქმით, გამოსახლების შემდეგ 43 ოჯახი უსახლ - კაროდ დარჩა, ომბუდსმენის ოფისი კი აღნიშნული საკითხით არც კი დაინტერესდა.

„ახტალის სანატორიუმებში 18 წელი ვცხოვრობდით. 15 ივლისს პოლიციამ გამოგვასახლა შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის 747-ე ბრძანების საფუძველზე. შემოგვთავაზეს, საცხოვრებლად სოფელ ბაკურციხეში გადავსულიყავით, რაზედაც უარი ვთქვით. აღნიშნული ტერიტორია მნიშვნელოვნად არის დაშორებული რაიონულ ცენტრს. არ დადის არავითარი მუნიციპალური ან კერძო ტრანსპორტი, ტაქსის გარდა. ამ გარემოებების გამო ჩვენთვის შეუძლებელი იქნება გურჯაანთან ყოველდღიური დაკავშირება, სადაც დასაქმებული ვართ სხვადასხვა სახის სამუშაოებზე და პურის ფულს ვშოულობთ. გარდა ამისა, შემოთავაზებული ტერიტორიიდან მნიშვნელოვნად არის დაშორებული საბავშვო  ბაღი, სკოლა, სამედიცინო დაწესებულება, აფთიაქი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ უარი განვაცხადეთ ბაკურციხეში გადასვლაზე და ამჟამად ზოგი ნათესავებთან, ზოგი  კი დროებით ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობთ. ასეთ მდგომარეობაში, ბუნებრივია, დიდხანს ვერ გავძლებთ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა გამოსახლებისას იყენებს არა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონს, არამედ სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ხელმძღვანელობს. კანონი კრძალავს დევნილთა გამოსახლებას კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დევნილთან იდება წერილობითი შეთანხმება ან დევნილებს გამოეყოფათ შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ უარესდება მათი საცხოვრებელი პირობები. ჩვენთან არც შეთანხმება მომხდარა და ბაკურციხეში გადასვლის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაურესდება ჩვენი პირობები“, - აღნიშნეს დევნილებმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი                                          

ახალი ამბები