კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის კონსული მოქალაქეებს ურჩევს, ვიზის მისაღებად შუამავლებს არ მიმართონ

11 აგვისტო, 2010
აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილების უფროსი პატრიკ უინგეითი მოქალაქეებს ურჩევს ვიზის მისაღებად შუამავლებს არ მიმართონ და ისარგებლონ გაცილებით იოლი და მოსახერხებელი პროცედურით, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ონლაინ - რეჟიმში და გულწრფელად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.

„სავიზო პროცედურებისას საშუამავლო რგოლი ზედმეტია. ხშირად დაკავშირებულია თაღლითობასთან და ზრდის ალბათობას, რომ აპლიკანტს აშშ-ის ვიზაზე უარი უთხრან“, - განაცხადა ბატონმა უინგეითმა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში.

აშშ-ის კონსულმა მსმენელს შეახსენა, რომ „მწვანე ბარათის“ ლატარიაში მონაწილება სრულიად უფასოა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეუძლიათ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით, მისამართზე www.dvlottery.state.gov კონსულმა მოქალაქეები გააფრთხილა, მოერიდონ ყველა სხვა ვებგვერდს, რომელიც მსურველებს გასამრჯელოს სანაცვლოდ მწვანე ბარათის მიღებაში დახმარებას სთავაზობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები