კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამეწარმეო ორგანიზაციები „ნაციონალების“ მხარდამჭერთა დასასაქმებლად იქმნება

11 აგვისტო, 2010
წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობით გამორჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი აქტივისტი ჯერ კიდევ დაუსაქმებელია.

„გამგეობაში ისედაც ხელოვნურად გაბერილ და არასაჭირო შტატებს, ახალ სამუშაო ადგილებს ვერ დაუმატებდნენ და ამ მიზეზით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა საკრებულომ გადაწყვიტა, შვიდი არასამეწარმეო იურიდიული პირის (აიპ) დაფუძნება. რა საჭიროა ახალი აიპ-ები, როცა არსებობს სპორტის განვითარების სამსახური, რომლის ბიუჯეტი ათიათასობით ლარია?“ - ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლელა ნაცვალაძე.

შვიდი არასამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნებას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. გარდა გამონაკლისისა, აიპიების შექმნა „ნაციონალმა“ გია ხუჭუამაც გააპროტესტა.

„არსებობს სოფლის მეურნეობის სამმართველო, საკრებულოში შესაბამისი კომისია, ახლა აგრონომის ინსტიტუტი ყველა მუნიციპალიტეტში ინერგება. არსებობს წინა მოწვევის საკრებულოს დადგენილება სანერგე მეურნეობის პროექტის შესახებ. ამ პროექტით შესაძლებელია ყველა იმ ფუნქციების გახორციელება, რის გამოც კიდევ ერთი აიპი უნდა შეიქმნას. მიმაჩნია ამისთვის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა არამიზნობრივი ხარჯია“, - განაცხადა „ნაციონალმა“ დეპუტატმა.

საკრებულოს თავმჯდომარის, ალეკო მამეიშვილის თქმით, აიპ-ების დაფუძნება „საჭირო და აუცილებელია“. მის ხელმძღვანელს თავად დანიშნავს, რაც შეეხება დაფინანსებას, რა საშუალებასაც მისცემს ბიუჯეტი, იმის მიხედვით დაფინანსება.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები