კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აკაკი წერეთლის სკვერთან ე.წ. „დინამოს სტადიონის“ გარემოვაჭრეთა აქცია გაიმართა

13 აგვისტო, 2010
13 აგვისტოს აკაკი წერეთლის სკვერთან, ე.წ. „დინამოს სტადიონის“ გარემოვაჭრეთა აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათს თბილისის მერიაში შეიტანს მოთხოვნას გარევაჭრობის დაშვებასთან დაკავშირებით. ორშაბათსვე მერიასთან გარემოვაჭრეთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.

ლაშა ჩხარტიშვილმა აქციის მონაწილეებს გარემოვაჭრეთა პროფესიული გაერთიანების შექმნა შესთავაზა. მისი განცხადებით, წარმატების მისაღწევად საჭიროა ორგანიზაცია, რომელშიც აქციების საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებენ და გარემოვაჭრეთა კოორდინაციის საკითხებს გადაწყვეტენ. ორგანიზაციაში სხვადასხვა სავაჭრო ადგილებიდან წარმომადგენლები შევლენ. ბლანკები, რომლითაც შესაძლებელია ორგანიზაციაში გაწევრიანება, აქციაში მონაწილეებს შესავსებად უკვე დაურიგდათ.

გარემოვაჭრეები აქციების გაგრძელებას გარევაჭრობის მოთხოვნის შესრულებამდე აპირებენ. მათი განცხადებით, ისინი საარსებო საშუალების გარეშე დატოვა ხელისუფლებამ. ერთ-ერთი გარემოვაჭრის, ინდირა ცხაკაიას განცხადებით, გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ. არანაირი შემოსავალი მათ არ აქვთ.

„სკოლის პერიოდი მოდის, ბავშვები კი მოსამზადებელი რჩებიან. სწავლის გადასახადები გვაქვს, ალტერნატიული წყარო შემოსავლისა არ გაგვაჩნია. ხელისუფლების წარმომადგენელთა შვილები საზღვარგარეთ სწავლობენ, ჩვენ კი იმასაც არ გვაცლიან, რომ საქართვეში დავამთავრებინოთ სასწავლებლები. ვაჭრობით ვიხდით სწავლის გადასახადებს, 50-გრადუსიან სიცხეში, სიცივეში, წვიმაში და ქარში დგომა ჩვენ არ გვეხალისება. სისუფთავე, შადრევნები, ბულვარები მაშინ არის კარგი, როდესაც ხალხი მშიერი არ არის. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები ჩვენთვის არ კეთდება, უცხოელებისთვის არის ეს კომფორტი“, – განაცხადა ინდირა ცხაკაიამ, რომელიც საპროტესტო აქციებს მომავალშიც შეურთდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები