კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონ ბასი: „აფხაზეთში C-300-ის განთავსება სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის“

12 აგვისტო, 2010
აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე C-300-ის საჰაერო-საზენიტო სარაკეტო სისტემის განლაგება რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.

ჯონ ბასის განცხადებით, მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მხოლოდ პრესიდან მიიღო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

აშშ-ს ელჩი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე აიღო.

„პრესიდან მიღებული ინფორმაციით, არ არის ნათელი, საქმე ეხება ახალ განთავსებას თუ აფხაზეთში ეს სისტემა უკვე განთავსებულია. ეს ყოველივე ხაზს უსვამს, რომ ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, თუ რა ხდება აფხაზეთში. მსოფლიო თანამეგობრობა დიდად აფასებს საქართველოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან თანამშრომლობას, მაგრამ ჩვენ ვერ ვიღებთ იგივე მიდგომას აფხაზეთისაგან. სისტემის განთავსება არ უწყობს ხელს სტაბილურობას. ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთისადმი, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე აიღო“, - განაცხადა ჯონ ბასმა.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე ზელინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განალაგა C-300-ის საჰაერო-საზენიტო სარაკეტო სისტემა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები