კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „კავკასიის“ დარბევისათვის რვა განსასჯელს სასამართლომ ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა

16 აგვისტო, 2010
ინტერპრესნიუსი

ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა .


თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დადასტურებულად ჩათვალა განსასჯელთა ბრალეულობა. სასამართლომ მოისმინა დაზარალებულების ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ფაქტი. აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევასა და ფიზიკურ ძალადობას, თუმცა განაცხადეს, რომ პრეტენზია განსასჯელთა მიმართ არ გააჩნიათ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი ზემოხსენებულ ქმედებაში მათი მონაწილეობის შესახებ.

მოწმე ხ.შ.-მ დეტალურად აღწერა ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენები, მან კუთვნილი მობილური ტელეფონით გადაიღო და გამოძიებას წარუდგინა ამ მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რაც უდავოდ ადასტურებს განსასჯელთა მხრიდან ხულიგნობისა და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ჩადენას. განსასჯელებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე მიუთითეს მოწმეებმა, ბ.-მ, რ.-მ, მ.-მ და სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა 30-ზე მეტმა პირმა.

ტელეკომპანიაში დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა დაცვის მოწმემ, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნანა დევდარიანმა. განსასჯელები ასევე ამოიცნეს მოწმეებმა და მათი ქმედებები ასახულია ტელეკომპანიებიდან - „მაესტროსა“ და „კავკასიიდან“ ამოღებულ ვიდეომასალაში.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ქმედება, რომელიც ჩადენილია დასახელებულ განსასჯელთა მიერ, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო და დასჯად ქმედებას და მას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ, პირად ან სხვა სახის შეხედულებებთან. აღნიშნული ქმედება დასჯადია სისხლის სამართლის წესით, მიუხედავად იმისა, შეურიგდა თუ არა განსასჯელებს დაზარალებული, ან რელიგიური თუ სხვაგვარი მოსაზრებებით, ითხოვს თუ არა დამნაშავის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას.

დავით შალამბერიძეს, ავთანდილ ზუმბაძეს, ზვიად ბლიაძეს, ლევან ჩაჩუას, გიორგი გაბედავას, რატი მაისურაძეს, შოთა აფხაიძესა და ჯაბა გურჩიანს მსჯავრი დაედოთ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ხულიგნობასა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანანოდ ხელის შეშლაში.

2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიაში“, გადაცემა „ბარიერის“ მსვლელეობისას, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ადმინისტრაციის, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წარმომადგენლები, განსასჯელებმა უკანონოდ, მუქარითა და ძალადობით, ხელი შეუშალეს ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს პროფესიულ საქიანობაში, აიძულეს, შეეწყვიტა მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელება, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იქ მყოფ პირებს.

მხარეებს აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლიათ. მსჯავდებულთა ადვოკატები ამ უფლების გამოყენებას აპირებენ და განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც მსჯავრდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ვაჟა ფუხაშვილის მიერ გამოცხადებული განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია.

ადვოკატის განმარტებით, არანაირი მტკიცებულება, რაც განსასჯელების დანაშაულს, ხულიგნობაში და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლაში დაადასტურებდა, პროკურატურას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ვერც მოწმეებმა და ვერც დაზარალებულებმა განსასჯელები ვერ ამოიცნეს. არ არსებობს არც განსასჯელების დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეომასალები.

როგორც ქარცივაძემ განაცხადა, განაჩენის გამოცხადებას რვავე განსასჯელი გალობით შეხვდა. სასამართლო სხდომის დარბაზში მათი გალობა 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ახალი ამბები