კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ასფალტის ქარხნის ადმინისტრაციას გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ

16 აგვისტო, 2010
თელავის რაიონის სოფელ რუისპირის მოსახლეობა სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ასფალტის ქარხნის ადმინისტრაციას გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, დახმარებისთვის გარემოს დაცვის ინსპექციას, სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყურადღება არავინ მიაქციათ.

„სოფელი კვამლშია გახვეული. განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც ბოსტნები გვაქვს და მოსავალი მოგვყვავს. ყველაფერი მტვრის სქელი ფენით არის დაფარული. ვერაფერს ვერ ვყიდით, ყველაფერი გაშავებულია. საღამოს სოფელში ისეთი მტვერი დგას, არაფერი არ ჩანს და ვიხრჩობით ხველებისგან“, - აღნიშნეს სოფლის მაცხოვრებლებმა ლია ბოსაშვილმა და თამარ პაპუნაშვილმა. ადგილობრივების თქმით, სოფელში გახშირდა ასთმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სიმსივნის შემთხვევები.

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს ინსპექტირების განყოფილების უფროსის სოსო აბულაძის განცხადებით, სოფელ რუისპირში გარემო მართლაც სერიოზულად ბინძურდება.

„რუისპირში 2 ასფალტის ქარხანა და 3 კიდევ ინერტული მასალების სამსხვრევ- დამხარისხებელი საამქრო ფუნქციონირებს. შესასწავლია, კონკრეტულად რომელი საამქროს მიერ ხდება გარემოს დაბინძურება, მტვერი აწუხებს სოფელს თუ კვამლი. ჩვენს სამსახურს ოფიციალური საფუძველი, ნებართვა ან ბრძანება არ აქვს, რომ მეწარმის ტერიტორიაზე კონტროლი აწარმოოს. სოფელმა უნდა მიმართოს გარემოს დაცვის სამინისტროს. სამინისტროს ნებართვის შემდეგ შევძლებთ მიზეზების გარკვევას“,- აღნიშნა იოსებ აბულაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი    

ახალი ამბები