კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთიდან დევნილმა გმირთა მოედანზე ომში დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობა დაიწყო

16 აგვისტო, 2010
ე.წ. ისნის სამხედრო ჰოსპიტალის შენობიდან გამოსახლებულმა 79 წლის დევნილმა ნინო ცინდელიანმა გმირთა მოედანზე მდებარე ომში დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობა დაიწყო .

როგორც ცინდელიანმა განაცხადა, გამოსახლების შემდეგ ქუჩაში დარჩა, მისი ნივთები ვაშლიჯვრის საწყობში წაიღეს, თავად გადაწყვიტა, რომ მემორიალთან, სადაც მისი შვილის, აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვიბლიანის გვარია ამოტვიფრული მისულიყო და, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაეწყო. ცინდელიანი, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანია და მეორე ჯგუფის ინვალიდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებას აპროტესტებს.

მისი თქმით, ზუგდიდიდან 30 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ჯვარში ჩასახლება შესთავაზეს, რომელიც მისთვის მიუღებელია. ცინდელიანის თქმით, სტუდენტი შვილიშვილი ჰყავს და აღნიშნული სოფლიდან თბილისში ვერ ივლის.

ვიბლიანის განცხადებით, შიმშილობას მანამ გააგრძელებს ვიდრე მისი მოთხოვნა, თბილისის მასშტაბით საცხოვრებელით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, არ შესრულდება.

ისნის სამხედრო ჰოსპიტლის შენობიდან დევნილები გუშინ გამოასახლეს. მათ სოფელ ჯვარში და ფოცხოში ჩასახლება შესთავაზეს, რასაც დევნილები აპროტესტებენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები