კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებლები საპროტესტო აქციის გასამართად ნებართვას ითხოვენ

17 აგვისტო, 2010
კახეთის საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებულმა მასწავლებლებმა რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გასამართად საჭირო ნებართვის მისაღებად, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას 200-მდე პედაგოგი აპირებს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა განუცხადა, გამგეობაში პედაგოგების მოთხოვნა ჯერჯერობით არ შესულა.

„როცა მოთხოვნას გავეცნობით, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა რეაგირება მოვახდინოთ. რა აქვს ამ ხალხს გასაპროტესტებელი?! სახელმწიფო ამდენ რამეს აკეთებს მათთვის“, - იკითხა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩუმლაყის საჯარო სკოლიდან 16 მასწავლებელი გაათავისუფლეს, გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლიდან - 12, ახაშნის საჯარო სკოლიდან 13, ანაგის საჯარო სკოლიდან 16, ბოდბის საჯარო სკოლიდან 19, კარდენახის საჯარო სკოლიდან 20 და ა.შ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები