კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი კაკაბაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება

17 აგვისტო, 2010
ირაკლი კაკაბაძის დაკავებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა.

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ირაკლი კაკაბაძეს ახსნა-განმარტება ჩამოართვა. ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ 14 აგვისტოს, 19:00 საათზე, თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მიმდინარეობდა აქცია, რომლის ფარგლებშიც პოეტები აღნიშნული ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვდნენ.

ახსნა-განმარტების თანახმად, აქციის მიმდინარეობის ადგილას მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც აქციის მონაწილეები დააკავეს.

მოგვიანებით, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამ პერიოდში, მათთან მივიდნენ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი და მისი მოადგილე, რომლებმაც ირაკლი კაკაბაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდგომ ირაკლი კაკაბაძე ცუდად გახდა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის დროსაც თავს კარგად არ გრძნობდა.

სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ 2010 წლის 14 აგვისტოს საქართველოს შსს თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ოქმის მიხედვით, ირაკლი კაკაბაძეს აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა მხრისა და მკლავის არეში. დაზიანებების არსებობის ფაქტი ასევე დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორის დაკავებულის გარეგანი დათვალიერების ოქმითაც. სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ შედგენილ ოქმში მითითებულია, რომ ირაკლი კაკაბაძის განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მიიღო.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ არსებული მასალებიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება და მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას გადაუგზავნა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები