კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირი შეშფოთებულია აფხაზეთში C-300–ის განლაგების გამო

17 აგვისტო, 2010
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ იგი „შეშფოთებულია“ რუსეთის განცხადების გამო, რომ მან აფხაზეთში C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი განათავსა „საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე“.
 
„აფხაზეთში ამგვარი სისტემის განთავსება ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას და მისი შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებს [8 სექტემბრის შეთანხმება] ეწინააღმდეგება და რეგიონში დაძაბულობის შემდგომი ზრდის რისკს ქმნის“, – ნათქვამია ეშტონის მიერ 13 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში.

„მოვუწოდებ რუსეთს, სრულად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის მიმართ, საერთაშორისო სამართლით აღიარებული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული პატივისცემის საფუძველზე“, – განაცხადა ეშტონმა.

რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთში C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი განათავსა. იმავე დღეს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის განცხადება სეპარატისტულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების თაობაზე შესაძლოა არც იყოს სიახლე, რადგან მოსკოვს ასეთი სისტემა რეგიონში 2008 წლიდან აქვს განთავსებული.

13 აგვისტოს რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება კრემლის წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთმა C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი აფხაზეთში 2 წლის წინ განათავსა და ახლა მხოლოდ მისი დისლოკაციის ადგილი შეიცვალა.

ბრიუსელში განთავსებული EUobserver.com იტყობინებოდა, რომ რუსეთის 11 აგვისტოს განცხადება ევროკავშირისთვის მოულოდნელი იყო. ეს განცხადება იმ დღეს გაკეთდა, როდესაც ეშტონი ტელეფონით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. „მას [ლავროვს] ამ თემაზე არაფერი უთქვამს. [საუბრიდან] ერთ საათში ან ცოტა მეტში ჩვენ ეს ამბავი შევიტყვეთ“, – იტყობინება EUobserver.com ევროკავშირიდან უცნობ წყაროზე დაყრდნობით.  

ეშტონმა, სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის აფხაზეთში სტუმრობასთან დაკავშირებით, განაცხადა ასევე, რომ „საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე უნდა განხორციელდეს“.  

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები