კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლის დირექტორმა მასწავლებლებს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მისვლა აუკრძალა

18 აგვისტო, 2010
გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა მჭედლიშვილმა პედაგოგებს, რომლებსაც სასწავლო საათები დააკლო, უფლებების დაცვის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში მისვლა აუკრძალა.

„თათბირზე გამოგვიცხადა - ზოგიერთებს საჩივრები შეგიტანიათ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ და კიდევ თუ მიხვალთ იქ, სკოლიდან საერთოდ გაგაგდებთო. მე ისეთი მფარველი მყავს, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და უარესად არ დაზარალდეთო, დაგვემუქრა“, - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

სკოლის დირექტორი მანანა მჭედლიშვილი, რომელიც ტელეკომპანია „გურჯაანის“ ყოფილი ჟურნალისტია, მასწავლებლების ბრალდებებს უარყოფს.

„რა სისულელეა, საერთოდ არ მითქვამს არავისთვის მაგდაგვარი არაფერი“, - განაცხადა მანანა მჭედლიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები