კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მელორ ვაჩნაძემ და ვახტანგ მაისაიამ შიმშილობა დაიწყეს

18 აგვისტო, 2010
მელორ ვაჩნაძემ და ვახტანგ მაისაიამ 17 აგვისტოდან შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ მოძრაობა „არა“-ს ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე აცხადებს. მისი თქმით, გლდანის საპყრობილეში დღეს შესული იყო ეკა ბესელიას საადვოკატო კომპანიის იურისტი, რომელმაც შიმშილობის დაწყების ფაქტი დააფიქსირა.

„მელორ ვაჩნაძე პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებასა და საპყრობილეში თავისუფალი ბეჭდური მედიის შეტანაზე აკრძალვის მოხსნას ითხოვს. ასევე, მისი მოთხოვნაა, საქართველოში აკრედიტებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ციხეში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების საშუალება მიეცეთ", - განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ამ მოთხოვნებს ვახტანგ მაისაიაც იზიარებს და შესაბამისად შიმშილობის აქციას ისიც შეუერთდა.

როგორც ჩიტაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება აღნიშნული მოთხოვნებიდან ნაწილის შესრულებას მაინც არ დაიწყებს, პირველი სექტემბრიდან ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან აქციები დაიწყება.

ჩიტაძის თქმით, მელორ ვაჩნაძის მიერ შიმშილობის დაწყების შესახებ მათ უკვე აცნობეს გაეროს, ევროკავშირისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

ოპოზიციური მოძრაობა - „შემოგვიერთდით“ ხელმძღვანელი მელორ ვაჩნაძე ოპოზიციის 9 აპრილის მიტინგების დროს დააკავეს. მას მსჯავრი თაღლითობაში დაედო და 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია კი 2009 წლის 5 მაისს - ე. წ. მუხროვანის ამბოხების დღეს დააკავეს და ბრალად ჯაშუშობა წაუყენეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები