კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუისპირელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

18 აგვისტო, 2010
თელავის რაიონის სოფელ რუისპირში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა კომპანია „სერპანტინს“ გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს.

სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე თურდოს ხეობაში, კომპანია „სერპანტინის“ ასფალტის ქარხანა და ქვის სამტვრევი საამქრო მუშაობს. რამდენიმე უბანი გამონაბოლქვში და მტვერშია გახვეული. სოფელში ასთმის და ალერგიული დაავადების გავრცელებას უჩივიან.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრობლემის შესახებ მათ დახმარებისთვის ჟურნალისტებს მიმართეს და საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაცია გავრცელდა, კომპანია „სერპანტინის“ წარმომადგენლები სოფლის მაცხოვრებლებს დაემუქრნენ, რომ თუ არ გაჩუმდებიან და ჩივილს არ შეწყვეტენ, პოლიციასთან პრობლემები შეექმნებათ.

„მაგათი ასფალტის ქარხნის კვამლით ვიხრჩობით, მოსავალი განადგურდა, ჯანმრთელობა შეგვერყა, აქედან აყრაზე ვფიქრობთ და კიდევ აქეთ გვემუქრებიან“, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა. იმ შემთხვევაში თუ გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მოსახლეობის თხოვნას ყურადღებას არ მიაქცევს, მოსახლეობა ასფალტის ქარხნის მუშაობის პარალიზებით იმუქრება.

„თქვენ ხართ ინტრიგანები. ამ ხალხს ყურადღებას არავინ აქცევდა და რადგან თქვენ გააშუქეთ, ახლა ატყდნენ. შეიგნეთ, რომ ჩვენ გარემოს არ ვანიბძურებთ და ამ საკითხზე მუშაობას თავი დაანებეთ. მოგვასვენეთ ჩვენც და საზოგადოებაც თქვენი ინტრიგებისგან“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კომპანია „სერპანტინის“ დირექტორის მოადგილემ ნუგზარ ხუცაიძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი      

ახალი ამბები