კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი კაკაბაძის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა

19 აგვისტო, 2010
პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კაკაბაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, როგორც მისთვის, ასევე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია საქალაქო სასამართლოს 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ამ გადაწყვეტილებით, 400-400 ლარით დაჯარიმდნენ ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილი და ალეკო ჩიღვინაძე. სასამართლოსმ დაასკვნა, რომ მათ დაარღვიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნის ბოროტად დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თავად ირაკლი კაკაბაძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს როგორც მისი, ასევე მისი მეგობრების დაკავების ფაქტს. სამართალდამცავ ორგანოებს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლაში და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული აქციისას დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთ სამინისტროს ეზოში მას და მის მეგობრებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი და მისი ქვეშევრდომები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ირაკლი კაკაბაძე და მისი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი უკვე დღეიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ხოლო მათთვის არასასურველი შედეგების შემთხვევაში, საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში გადაინაცვლებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები