18:43, Thursday, 18.07.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტების უმეტესობა არ დასრულებულა

19.08.2010

შორენა ღლონტი, გურია

გურიის რეგიონის ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების პროგრამა არჩევნების მოსაგებად გამოიყენეს. როგორც ირკვევა, ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი სამუშაოების დაწყება იყო და არა მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შედეგიანად დასრულება.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი თითქმის ყველა სამუშაო თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. პროექტების უმრავლესობა 20 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სამუშაოების ტემპი დაჩქარდა. თუმცა, ბევრი სამუშაო ჯერ ისევ დაუსრულებელია.

გასულ წელთან შედარებით, საარჩევნო წელს, თანხაც და შესაბამისად, პროექტების რაოდენობაც გაორმაგდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებს  ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს - ბოლო 20 წლის მანძილზე სასმელი წყალი, პრაქტიკულად, არ მიეწოდება. ამიტომ ამ სოფელში, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს.

ნატანების ტერიტორიულ ერთეულს 2009 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 42 378 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხიდან 29 950 ლარით  3 ერთეული წყლის სამარაგო რეზერვუარის მონტაჟი უნდა  შესრულებულიყო. პროექტის ხარჯთაღრიცხვით, წყლის სამარაგო რეზერვუარებზე 1 155 მეტრი 50-მმ-იანი განივკვეთის პლასტმასის მილი უნდა მიერთებულიყო, რითაც სოფელი წყლით მომარაგდებოდა. თუმცა, წყლის სამარაგო არც ერთ რეზერვუარს ჭაბურღილიდან რეზერვუარის შემავსებელი და არც ზემოთ აღნიშნული 1 155 მეტრი მილი არ გააჩნია.

როგორც ეკონომისტი ლევან ჩხაიძე აცხადებს, პროექტის თანახმად, მაგისტრალური მილის გაყვანა 4 966,5 ლარი ჯდებოდა. მუნიციპალიტეტის მიღება-ჩაბარების აქტებში არსად არის აღნიშნული ინფორმაცია წყლის სამარაგო რეზერვუარიდან, მოსახლეობაში გამავალი მილების მონტაჟის შესახებ. ამით დასტურდება, რომ ინდმეწარმე „ავთანდილ ხურციძეს“ არ განუხორციელებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაგისტრალური მილის მონტაჟი. აქვეა დაფიქსირებული მილების შესყიდვის ფაქტიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა ავთანდილ მექვაბიშვილმა და ინდმეწარმე „ავთანდილ ხურციძემ“ 2009 წლის 10 აპრილს ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის მოთხოვნებით, 2009 წლის 15 ივნისიდან  კონტრაქტორს, ხელშეკრულების ვადების გადაცდენის  შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% უნდა დარიცხვოდა, რაც დღიურად 29,75 ლარს შეადგენდა.

ჩხაიძის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ – გამგეობამ  ხელშეკრულების მხარის მოვალეობები არ შეასრულა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევით ჩაატარა მიღება-ჩაბარება, რითაც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტი აზარალა.

„გასული პერიოდის განმავლობაში ამოუღებელი პირგასამტეხლოს სახით ბიუჯეტმა 6 420 ლარი იზარალა“, - ამბობს ის.

სოფელ ნატანების რწმუნებული ირაკლი ცერცვაძე აცხადებს, რომ  2009 წელს ვერ მოხერხდა 300 მეტრზე მეტი მილის შესყიდვა, რამაც პროექტის დაუსრულებლობა გამოიწვია. 

მიღება-ჩაბარების შუალედურ აქტებში აღნიშნულია: 2009 წლის 7 მაისის აქტი - შეძენილია 50-მმ-იანი 385 გრ/მ პლასტმასის მილი; 2009 წლის 23 მაისის აქტი - შეძენილია 50-მმ-იანი 370 გრ/მ პლასტმასის მილი; 2009 წლის 15 ივნისი - შეძენილია 390 გრ/მ 50-მმ-იანი პლასტმასის მილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მაშინდელი მოადგილე, ამჟამად გამგებელი გიორგი ტაკიძე ამბობს, რომ შესაბამისმა კომისიამ ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები და მიღება-ჩაბარების აქტსაც მოაწერა ხელი.

„მიღება-ჩაბარების აქტებიდან ირკვევა, რომ გამგეობის კომისიამ დააფიქსირა 1145 გრძივი მეტრი მილის შესყიდვის ფაქტი“, - აღნიშნავს ჩხაიძე და ამბობს, რომ გარდა ამისა, აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება ნატანების რწმუნებულის, ირაკლი ცერცვაძის განცხადებას, რაც კიდევ ერთხელ აღძრავს ეჭვს, შეესაბამება თუ არა რეალობას გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნულ საკითხებზე უკვე შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იმსჯელონ“, - მიიჩნევს ეკონომისტი ლევან ჩხაიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ მოკვლევისთვის მასალები პროკურატურამ წაიღო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი, რომელიც ოთხი წელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, საკრებულოს ეხება სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი, მაგრამ უფრო კომპეტენტური აღმასრულებელი რგოლი უნდა იყოს.

„ეს ისეთი საქმეა, რასაც დოკუმენტალური მასალების წარდგენა და მოძიება სჭირდება. მე რამდენადაც ვიცი, პრეტენზიით არავინ შემოსულა. წყალი შეყვანილი და დამონტაჟებულია. ეს გასული წლის ამბავია და დღემდე არავის მოუმართავს. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, მოვიკვლიოთ ეს ფაქტი“, - გვითხრა გოგოტიშვილმა.

ამ დროისთვის გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სამუშაოები დაწყებულია... მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოების ნაწილის დასრულება პრობლემად რჩება - პრობლემად, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნებამდე ვერ მოაგვარა. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი სამუშაოების დაწყება იყო და არა მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შედეგიანად დამთავრება.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC