კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა

20 აგვისტო, 2010
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვან ნიკა ბუაძეს 11 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 16 წლის ნიკა ბუაძე პოლიციის თანამშრომლის, მალხაზ გაბაიძის სხეულის დაზიანების ბრალდებით გაასამართლეს. შემთხვევა 2009 წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ჯაფარიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.

ბრალდების თანახმად, რომელსაც სასამართლოზე პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე წარმოადგენდა, დაზარალებული პოლიციელი მალხაზ გაბაიძე ინცინდენტის დროს მუცლის არეში რკინის საგნით დაიჭრა.

ნიკა ბუაძის ადვოკატის ნანა ანდღულაძის თქმით კი, სისხლის სამართლის საქმეში არასრულწლოვანის დანაშაულის შესაბამისი მტკიცებულება არ მოიპოვება.

„სასამართლომ გაიმეორა იგივე შეცდომა, რაც წინასწარმა გამოძიებამ. განაჩენი კანონის უხეში დარღვევით გამოიტანეს, სასამართლომ არც ერთი ჩვენი მტკიცებულება არ გაითვალისწინა. ანაბეჭდით იყო დამტკიცებული, რომ პოლიციელი წაიქცა და ისე მიიღო ეს დაზიანება“, - განაცხადა ნანა ანდღულაძემ.

ადვოკატის თქმით, თვითონ პოლიციელია პასუხისგებაში მისაცემი: „პოლიციელმა მალხაზ გაბაიძემ მინიმუმ გულგრილობა ჩაიდინა, რადგან ნივთიერი მტკიცებულება გაანადგურა და არ შეატყობინა პოლიციის თანამშრომლებს. თვითონ პოლიციელია პასუხისგებაში მისაცემი“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები