კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოკოითს რუსეთის გენერალურ პროკურატურაში უჩივიან

20 აგვისტო, 2010
„სამხრეთ ოსეთის მოსკოველი პრემიერ-მინისტრის“ გუნდმა ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ რუსეთის გენპროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებების იუწყებიან.

სეპარატისტულ რესპუბლიკაში მომუშავე რუსმა სპეციალისტებმა ედუარდ კოკოითი და მისი გარემოცვა კორუფციაში დაადანაშაულეს. გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, გენპროკურატურაში შესაბამისი მასალები მათ უკვე შეიტანეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე მომუშავე სამშენებლო კომპანიის ექსდირექტორ ისმაგილ კარიმოვის განცხადებით, მასალები სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ საქმიანობას ეხება.

კარიმოვის თქმით, მოსკოვიდან 870 მილიონი რუბლის მიღებისთანავე კოკოითის ადმინისტრაციიდან ურჩიეს, არ ეჩქარა თანხების განაწილება, თუმცა რჩევებს არ დაემორჩილა და ფული სამშენებლო კომპანიებზე ისე გადაანაწილა, როგორც გეგმით იყო განსაზღრული.

მისივე თქმით, 26 დეკემბერს საახალწლო არდადეგების დროს ვლადიკავკაზში ჩასულიც არ იყო, რომ კოკოითის ადმინისტრაციიდან იმ თვითმფრინავის აფეთქებით დაემუქრნენ, რომლითაც მგზავრობას აპირებდა. 10 იანვარს კოკოითიმ გააკეთა გაცხადება, თითქოს კარიმოვი გაიქცა და მას ფეხებზე ჰკიდია ოსი ხალხი ბედი.

კარიმოვის განმარტებით, როცა ცხინვალში დაბრუნდა, თანხების განაწილების საკითხს საგამოძიებო ჯგუფი უკვე სწავლობდა: „კოკოითი და მისი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდნენ სამაშენებლო კომპანიების საქმიანობის ჩაშლისთვის. მან დაბლოკა კომპანიების მიერ ჩატარებული სამუშაოების სახელმწიფოსთვის ჩაბარება, მოგვიანებით კი ჩატარებულ სამუშაოებზე არსებული ყველა დოკუმენტაცია, პრაქტიკულად, გაქრა“.

კარიმოვი კოკოითის დავალებების შესრულებაში კოკოითის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ზურაბ კაბისოვს ადანაშაულებს.

ლუდის ქარხანა „ალუტონის“ დირექტორი რუსლან შარიპოვი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ლენინგორის რაიონში ლუდის ქარხნანა აღადგინა და ქარხნის პროდუქციამ სამხრეთ ოსეთის ბაზრის 70% დაფარა, მასზე და მის გუნდზე, მორალური და ფიზიკური ზეწოლა დაიწყეს. კარიმოვის მსგავსად, კოკოითის წინააღმდეგ რუსეთის გენპროკურატურაში სარჩელი შარიპოვმაც შეიტანა.

რუსი სპეციალისტები ედურად კოკოითისა და მის გარემოცვას მოსკოვიდან მიღებული თანხების არასწორად განაწილებასა და თანხების მითვისებისთვის კორუფციული სქემების შექმნაში ადანაშაულებენ.

თავის მხრივ, კოკოითიმ კორუფციული სქემების შექმნაში რუსეთის რეგიონების განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი დაადანაშაულა, რომელიც სამხრეთ ოსეთის აღდგენის მთავრობათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს. კოკოითი ამტკიცებს, რომ კორუფციული სქემების შექმნაში პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევის გარემოცვაც აქტიურად მონაწილეობდა.

„კომერსანტის“ განმარტებით, ასეა თუ ისე, რუსეთის გენპროკურატურაში საჩივარი უკვე შეტანილია და ამ საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობას მალე შეუდგება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები