კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონი გააუქმეს

23 აგვისტო, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

გურჯაანის სკოლა - პანსიონი ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები სწავლობენ. მოზარდებს პანსიონში სპეციალური მკურნალობაც უტარდებათ. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლა-პანსიონი სექტემბერში იხურება.

„ივლისის შუა რიცხვებში განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების პროგრამების დეპარტამენტიდან კომისია იყო ჩამოსული ლალი ებანოიძის ხელმძღვანელობით. მათ დაათვალიერეს სკოლა-პანსიონი და წასვლისას გამოგვიცხადეს, რომ სექტემბერში სკოლა-პანსიონი გაუქმდება. მაშინვე ვიკითხეთ, ამ ბავშვებს სად გადაიყვანდნენ. პასუხი ვერ მივიღეთ“, - აღნიშნეს სკოლა-პანსიონის თანამშრომლებმა.

„მერე რა რომ ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები გვყვავს. მე ვეთანხმები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, სკოლა-პანსიონის გაუქმების შესახებ. რა არის ამაში ცუდი? ეს ბავშვები იმ საჯარო სკოლებში გადავლენ, სადაც ინკლუზიური სწავლებაა. ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია აუცილებელიც არის“, - ამბობს სკოლა - პანსიონის დირექტორი მარინა ჭუჭულაშვილი.

სკოლა-პანსიონის ექიმი-პედიატრის ანა ქადაგიშვილის თქმით, ზოგიერთი ბავშვი ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმით, სამშობიარო ტრავმით და დაუნის სინდრომით არის დაავადებული. „რამდენიმე ბავშვი ვერ მეტყველებს. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ისინი ჩვეულებრივი საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამით ვერ ისწავლიან. ზოგმა ათამდე თვლაც არ იცის. ელემენტარულად სკოლაშიც კი ვერ ივლიან“, - აღნიშნავს ექიმი-პედიატრი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ბავშვების დატოვება დაწესებულებაში, რომელიც ვერანაირ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, ყოვლად დაუშვებელია.

„ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც ამ ბავშვებს დაბადებიდან აქვთ, პანსიონი უმატებდა საყოფაცხოვრებო პრობლემებს. იქ არ იყო არანაირი პირობები იმისათვის, რომ ბავშვებს ესწავლათ, ნორმალურად ეცხოვრათ, არ ხდებოდა ბავშვების რეაბილიტაცია“, - განაცხადა შაშკინმა. მისივე თქმით, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, თბილისში უკვე მოხდა იმ შენობის რეაბილიტაცია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაიყვანენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა-პანსიონი წლების განმავლობაში სოლიდურად ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე, სკოლა-პანსიონში პირობების გასაუმჯობესებლად არაერთხელ, საკმაოდ დიდი თანხები გამოყვეს სხვადასხვა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ერთ-ერთი ვერსიით, სკოლა - პანსიონის დასახმარებლად გამოყოფილი დახმარება არამიზნობრივად იხარჯებოდა.

ახალი ამბები