კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ბასიშვილის კლანი" ერთი ოჯახის წინააღმდეგ

24 აგვისტო, 2010
საბა წიწიკაშვილი

მარინა ბეჟაშვილი, რომელსაც მეორე სტადიის ონკოლოგიური დაავადება დაუდგინეს, ხურვალეთის დასახლებაში 111-ე კოტეჯში ცხოვრობს. 8 თვეა დენი ჩაჭრილი აქვს. 2010 წლის 28 დეკემბერს ენერგოპრო-ჯორჯიას წარმომადგენლებმა იძულების წესით გამოურთეს, რადგან ოჯახს 500 ლარზე მეტი აქვს დავალიანება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დასკვნით, ეს დავალიანებები კოტეჯების მშენებლობის დროს გახარჯული დენის საფასურს წარმოადგენს.

მარინა ბეჟაშვილის თქმით, მას პირადად მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის ბიუროს ხელმძღვანელი რეზო კახნიაშვილი ემტერება. ჯერ კიდევ ჩვენი თანდასწრებით რეზო კახნიაშვილმა 2010 წლის 11 იანვარს მარინა ბეჟაშვილს მიმართა: „მაგდენს რომ ყვირიხარ, იმიტომაც მოგდის ეგრე. რახან ჟურნალისტია აქ, მაგისა შემეშინდება?“ - უთხრა რეზო კახნიაშვილმა მარინა ბეჟაშვილს იმ დროს, როდესაც ხურვალეთის დასახლების მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა გორი-თბილისის ავტობანი გადაკეტა. ამ აქციის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ორგანიზატორი სწორედ მარინა ბეჟაშვილი, მისი მეუღლე და მეზობლები იყვნენ.

მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, ხურვალეთის დასახლებაში მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან ეტაპობრივად დაფარა დენის გადასახადი. მარინა ბეჟაშვილის ოჯახს და კიდევ რამდენიმე ადამიანს არც ეტაპობრივად გადახდის საშუალება ჰქონდა. თანხის ამოღების მიზნით, ენერგო-კომპანიამ ბეჟაშვილების ოჯახს სასამართლოში უჩივლა. სასამართლო პროცესი 2010 წლის 6 იანვარს გიორგობა დღეს დაინიშნა. ამ პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი მომავლის“ კოორდინატორი არინა თავაქარაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით, ცინიზმი იყო ასეთ რელიგიურ დღეს ასეთი გაჭირვებული ხალხის სასამართლოში დაბარება. „უფრო მეტიც, ენერგოკომპანია ითხოვდა ფულის ნაცვლად ნივთების კონფისკაციას, ასევე სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე გამოუცხადებლობის გამო ხარჯების დაკისრებას. საბედნიეროდ მოსამართლე ოდნავ გულმოწყალე აღმოჩნდა და სასამართლო ხარჯები აღარ დააკისრა მარინა ბეჟაშვილს, თუმცა დენის საფასურის ამოღება სხვა მეთოდით მაინც დააკისრა", - ამბობს არინა თავაქარაშვილი.

მარინა ბეჟაშვილი გვიყვება, რომ ყოველთვიურად 100 კვ გახარჯულ ელექტროენერგის საფასურს სახელმწიფო ფარავს, კერძოდ თითო სულზე 13 ლარს. რადგან ოჯახში ორნი არიან - 26 ლარს.  როგორც აღვნიშნეთ, ბეჟაშვილების ოჯახს ენერგოკომპანიის მიმართ 500 ლარამდე აქვთ დავალიანება. სახელმწიფო კი მათ ანგარიშზე 26 ლარს რიცხავს. სრული დავალიანების დაფარვას სავარაუდოდ წელიწადზე მეტი დაჭირდება და ამ ხნის განმავლობაში ოჯახი უდენოდ კვლავ იქნება.

მარინა ბეჟაშვილს სოფლის მამასახლისებიც - გია ოქროპირიძე და ლევან ოთინაშვილიც არ წყალობენ. გია ოქროპირიძე ერედვის თემის გამგებლის - გია მახნიაშვილის რწმუნებულად ითვლება დასახლებაში, ხოლო ლევან ოთინაშვილი - ქურთის თემის გამგებლის წარმომადგენლად. ეს იმიტომ, რომ დასახლებაში როგორც დიდი ლიახვის ხეობიდან, ასევე პატარა ლიახვის ხეობიდან ცხოვრობენ. მარინე ბეჟაშვილს ყველაზე მეტი პრეტენზია პატარა ლიახვის ხეობის გამგებლის წარმომადგენელთან აქვს, რადგან თვითონ სოფელ ვანათიდანაა.

„როცა ბურჯანაძე მოდიოდა ჩემს სანახავად, მათ მხოლოდ მაშინ გავახსენდი. დამიბარეს და მითხრეს, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის რაღაც წამალია მოსულიო და წაიღეო. მივედი და ერთი რაღაც 20 ლარიანი წამალი იყო მოსული, მათთან ერთად დავურეკე ჩემს ექიმს და ვუთხარი, ესა და ეს წამალია მოსული თქო. ექიმმა მითხრა, მაგათ მოცემულს არაფერს გაეკარო, რაც დაგინიშნეთ, ის მიიღეო. ეს სატელეფონო საუბარი სოფლის მამასახლისებმაც მოისმინეს. ძალიან მაინტერესებს საიდან გააკეთა სოფლის მამასახლისმა მაღაზია? იმისთვის იღებენ ხელფასს, რომ ხალხს კვერცხები და პომიდვრები ესროლონ?" - ამბობს მარინა ბეჟაშვილი.

იმ დღით მარინე ბეჟაშვილის სანახავად ნინო ბურჯანაძე მიდიოდა. ზედ მამასახლისის სახლის წინ ბურჯანაძის მანქანებს გამგებლის რწმუნებული და მათი ოჯახის წევრები გადაუდგნენ. ბეჟაშვილის სახლამდე სულ რაღაც 100 მეტრიღა იყო დარჩენილი. კვერცხების და პომიდვრების სროლის მიუხედავად ბურჯანაძე არ ტოვებდა დასახლებას. ბოლოს სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე ადამიანმა ქვების სროლა დაიწყო. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა ტერიტორიას გასცლოდნენ, რადგან ვითარების გამწვავებას და მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ხელჩართულ ბრძოლის გამართვას მოერიდნენ. ამ ინციდენტს თვალყურს სწორედ მარინა ბეჟაშვილიც ადევნებდა და მომდევნო დღეები ნერვიულობაში გაატარა.

„ის ღამე და მომდევნო დღეები ნერვიულობაში გავატარე. ადამიანი ჩემს სანახავად და ჩემნაირების სანახავად მოდიოდა და ასეთ რამეს რომ დამართებენ, როგორ ჭკუაზე დადგები? რას გახდებოდი ამ გაავებულ ხალხთან , რომლებიც მთელი დღე სასმლით თვრებოდნენ და ასეთი დახვედრისთვის ემზადებოდნენ ბურჯანაძის წინააღმდეგ", - ამბობს მარინა ბეჟაშვილი.

დასახლება იმ იმედით დავტოვეთ, რომ ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენლები პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ. მეორე სტადიის ონკოლოგიურ ავადმყოფს მარინა ბეჟაშვილს კი მხოლოდ საკუთარი ძალებით უწევს ბრძოლა.  მისი შვილი პატიმარია. როგორც მარინა ბეჟაშვილმა გვითხრა, იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც თბილისში დევნილობაში ცხოვრობდნენ. მის შვილს და კიდევ რამდენიმე ადამიანს ჯართის ქურდობაში დასდეს ბრალი.

ახალი ამბები