კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმელი მრევლი გეი ალღუმის წინააღმდეგ

26 აგვისტო, 2010
ინფორმაცია 26 აგვისტოს ბათუმის ახალ ბულვარში გეი ალღუმის გამართვასთან დაკავშირებით, უკვე ერთი კვირაა ვრცელდება. თუმცა, ბათუმის მერიაში ალღუმის გამართვისთვის ოფიციალურად ნებართვა არავის უთხოვია. ბათუმის მკვიდრი მართლმადიდებელი მრევლი ალღუმის ჩატარების წინააღმდეგია. მათ აქცია გუშინ საღამოთაც გამართეს.
“ჩვენ აქ ერის სულიერი გადარჩენისთვის ვართ. არ უნდა ჩატარდეს ასეთი ალღუმი ჩვენს ქალაქში იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ერი ვართ და ერის წარწყმედაა”, -აცხადებს ბათუმელი მრევლი.
ქუჩებში მრევლმა ფლაიერებიც გაავრცელა შემდეგი ტექსტით: „მოგიწოდებთ ყველას, ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქალაქის დასაცავად, რათა გადავარჩინოთ ის გარყვნილების ალღუმისაგან. ამ დღეს უნდა იქმნას გამოხატული ყოველი ქალაქელის პროტესტი მსგავსი უკუღმართობის წინააღმდეგ“.
ბათუმის საკათედრო ტაძრის წინ მამა თეიმურაზმა რუის-ურბნისის კრებიდან ამონარიდი წაიკითხა: „გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა, რომლის ჩამდენიც ამისაგან ლოცვით, ზიარებით და აღსარებით უნდა გათავისუფლდნენ, რათა ცოდვით ჯოჯოხეთთან მშთანთქმელ რისხვას გადაურჩნენ...”. ხოლო მრევლმა “მამაო ჩვენო” წაიკითხა.
სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ბათუმში, გიორგი ჩარკვიანი არნიშნავს: "საქართველოს კონსტიტუციით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თავისი აზრისა და შეხედულების გამოხატვისა და თავისუფლად გადადგილებისაც. გამომდინარე აქედან, ამ პიროვნებებსაც კანონით აქვთ ალგუმის გამართვის უფლება".

მაკა მალაყმაძე,ბათუმი

ახალი ამბები