კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია დასრულდა

26 აგვისტო, 2010
თბილისის საკრებულოს შენობასთან "კონსერვატორებისა" და "ხალხის პარტიის" მიერ ორგანიზებული დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია დასრულდა .

აქციის რამოდენიმე ათეული მონაწილე საკრებულოსთან დევნილების საცხოვრებელი ფართებით თბილისში დაკმაყოფილებას და გარევაჭრობის მოწესრიგებული სახით აღდგენას, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში ითხოვდა.

დღესვე "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა საკრებულოში დოკუმენტი წარადგინა, რომელიც გარევაჭრობის ნორმების დარეგულირებას ეხება.

ამასთან, გაირკვა, რომ თბილისის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე დევნილებისა და გარემოვაჭრეების პრობლემებს განიხილავენ. ამის პირობა აქციის მონაწილეებს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მისცა.

სხდომის პარალელურად, ხვალ საკრებულოსთან დევნილების და გარემოვაჭრეების მორიგი საპროტესტო აქციაც იგეგმება.

 ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები