კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წითელ ხიდზე მოქალაქეები რიგებს უჩივიან

26 აგვისტო, 2010
მანონ ბოკუჩავა

საქართველო აზერბაიჯანის წითელი ხიდის საზღვრზე მოქალაქეთა ნაკადი იშვიათად იკლებს. მწვანედ შეღებილი სასაზღვრო პუნქტი დღეში ათასობით მოქალაქეს უშვებს ან სტუმრობს აზერბაიჯანიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე რადიკალურად გამოსწორებულ მდგომარეობაზე, წითელ ხიდზე მგზავრებს პრობლემები მაინც ექმნებათ. „შიგნით, სადაც გვამოწმებენ საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალებს ორი კომპიუტერი უდგათ. ორივე მუშაობს, მაგრამ თანამშრომელი მხოლოდ ერთზე ზის. ამის გამო შიგნით მოქალაქეების რიგი დგება, იქ ადგილი პატარაა და ვეღარ ვსუნთქავთ. თუ რიგში ბავშვიანი მოქალაქეა, გაატარებენ, რომ გული არ შეუწუხდეს. დანარჩენები ვიცდით. ხედავენ ამდენი ხალხი მიდი-მოდის, განა არ შეიძლება ერთზე მეტი თანამშრომლის დასმა?!’’ –ამბობს მაილოვი, რომელიც ოჯახთან ერთად ბაქოში მიდის.

www.humanrights.ge –მ მესაზღვრეებს თხოვა მოეცათ საშუალება გვენახა მოქალაქეთა რეგისტრაციისა და შემოწმების ადგილი. თხოვნაზე ცვლის უფროსისგან უარი მივიღეთ. გვითხრეს, რომ შესვლა მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით და „სულ უფროსობის“ ნებართვით შეიძლებოდა.

საუბარს მოქალაქეებთნ ვაგრძელებთ. მთვარი, რაზეც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ შემოწმებისას წარმოქმნილი რიგებია. თუმცა, ამის გარდა, ისინი წითელ ხიდზე არსებული ნაგავის პრობლემასაც ეხებიან. „მესაზღვრე შემოსულ სტუმარს, პასპორტის შემოწმების შემდეგ ეუბნება კეთილი იყოს თქვენი მოსვლა საქართველოშიო. მერე ის სტუმარი გამოდის და ამ სანაგვეს ხედავს. სადაც ის იციან, რომ სტუმარს ასეთი სიტყვა უნდა უთხრან, გამშვები პუნქტი ასე ააშენონ, შეღებონ და თანამშრომლები მოწესრიგებულად დადიოდნენ, ის არ იციან, რომ ერთი ნაგვის ურნა დადგან აქ?!’’ – საუბრობს ელჯან გასიმოვი. წითელ ხიდზე პოლიეთილინის და საზამთროს ნარჩენები, მაწანწალა ძაღლებთან ერთად ხვდებიან საზღვრიდან შემოსულ სტუმრებს. გამშვები პუნქტის გვერდით კი ლურჯ ცელოფანგადაფარებული პატარა დახლია, სადაც ჩურჩხელებს ყიდიან და სამაშუტო ტაქსების მძღოლებს ყავას სთავაზობენ. „შაბათ-კვირას აქ ტრაილერების მთელი კოლონა დგება. მათ შემოწმებას დიდი დრო მიაქვს. ჩვენ, მოქალაქეებს საზღვარზე არაფრის გადატანის საშუალება არ გვაქვს. მე 45 წლის ვარ. აქვე სოფელ მუღანლოში ვცხოვრებ. მოსავალი ვერ მომყავს, რადგან არ გვაქვს სარწყავი წყალი. ოჯახი მყავს, რომელსაც რჩენა ჭირდება. რატო არ უნდა შემეძლოს საზღვრიდან რაიმე საქონლის გადატანა, ვაჭრობა და ფულის შოვნა?! ეს ძალიან ცუდი გააკეთეს,’’-საუბრობს მუღანლოს მცხოვრები. „გზა გააკეთეს მხოლოდ ცენტრალური, ამ ხიდამდე მომავალი. აბა მარცხნივ გაიხედეთ და ნახეთ რა გზა არის ჩვენ სოფელში. 23 წელია გვპირდებიან გზას და სარწყავ წყალს გავაკეთებთო, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს,“ – აგრძელებს საუბარს მუღანლოს პრობლემებზე და გვთხოვს ერთხელაც ჩავიდეთ მათ სოფელში და თვითონ ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ.

წითელ ხიდზე კი საქართველოში შემომავალი მოქალაქეთა რიცხვი იზრდება. მესაზღვრე მათ რიგრიგობით გასტუმრებას და პასპორტის შემოწმებას ჩქარობს. ჩვენ კი გვირჩევს დაველაპარაკოთ ბაქოდან შემოსულ მგზავრებს. „აბა კითხეთ თავიანთ საზღვარზე რამდენი საათი ალოდინეს. ჩვენთან მასე არ ხდეება,“ – ამბობს მესაზღვრე. მალევე საქართველოს ჰიმნი ირთვება და გვიხნის, რომ ახლა მისი ცვლის შეცვლის დროა, თუმცა მის იარაღთან დაკავშირებით ჩვენ სიტყვებს უკომენტაროდ არ ტოვებს: „თქვენ გენაცვალე აშკარად ვერ ერკვევით იარაღში ეს ძველი კი არა ამერიკული ავტომატია.“

ჩვენ ვეცადეთ ოფიციალური პასუხი მიგვეღო იმაზე, თუ რამდენი თანამშრომელი მუშაობს წითელ ხიდზე მოქალაქეთა რეგისტრაციასა და შემოწმებაზე. დავუკავშირდით შსს სასაზღვრო პოლიციას, რომელმაც წითელ ხიდთან არსებულ ე.წ „გზის კვეთაზე“  მდგარ პატრულთან გადაგვამისამართა. ამ უკანასკნელისგან კი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

ახალი ამბები