კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საფრთხის ქვეშ მყოფი მოზარდები ბავშვთა სახლში გადაიყვანეს

31 აგვისტო, 2010
სოციალური მომსახურების სააგენტომ თელავის რაიონის სოფელ ვანთაში, ერთ-ერთ ოჯახში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ და მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, თბილისის ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

„სოციალური მომსახურების სააგენტომ განახორციელა თელავის რაიონის სოფელ ვანთაში მცხოვრები ნუსხელიძეების ოჯახის პირველადი და სრული შეფასება. ვიზიტებისა და შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ოჯახი შედგება ხუთი სულისაგან: ოჯახის მამა, დედა და ბავშვები: ლიკა, მზია და ქეთევანი. მშობლები ვერ ასახელებენ ბავშვების ასაკს, არ ახსოვთ როდის და რომელ სამშობიაროში დაიბადნენ. სოფლის ამბულატორიაში არ არსებობს არანაირი ინფორმაცია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - აცნობეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

მათივე ინფორმაციით, ოჯახი ცხოვრობს ერთ ოთახიან სახლში. ბავშვები იყვნენ მოუვლელები და მშივრები. მეზობლები ოჯახს ეხმარებიან საკვებით და პირველადი მოხმარების სხვადასხვა ნივთებით, მაგრამ მშობლების უუნარობის გამო არ ხდება აღნიშნული ნივთების დანიშნულებისამებრ გამოყენება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების დახმარებით მოხერხდა მშობლებისთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთების აღება, ასევე მიმდინარეობს ბავშვების დაბადების მოწმობის აღების პროცედურები.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდასა და განვითარებას და ვცდილობთ, გვერდით დაუდგეთ იმ ოჯახებს, რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერასა და დახმარებას. მდგომარეობა, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ვანთაში დაგვხვდა, იმდენად მძიმე იყო, რომ ბავშვების ოჯახში დატოვება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. სააგენტომ შემოსულ მომართვაზე განახორციელა სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, რაც გამოიხატა  ბავშვების მდგომარეობის შეფასებითა  და მათი საჭროებების გამოკვეთით. პირველ ეტაპზე აუცილებლად მივიჩნიეთ მათი ოჯახიდან გამოყვანა და სააღმზრდელო დაწესებულებაში ჩარიცხვა. შემდგომში ვგეგმავთ მათთვის სამედიცინო გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას.  რაც შეეხება ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებს, მათთან მუშაობას გააგრძელებს სოციალური მუშაკი ბავშვების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით“, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ეკა სანებლიძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვანთაში, ერთ-ერთ ოჯახში გაუსაძლის პირობებში მყოფი ბავშვების შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ფოტორეპორტაჟი 26 აგვისტოს მოამზადა. ფოტორეპორტაჟი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://www.ick.ge/ka/photogalleries/2545-2010-08-26-08-41-59.html

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები