კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების ხელმძღვანელს გულგრილობაში ადანაშაულებენ

30 აგვისტო, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების ხელმძღვანელს თამარ ნოღაშვილს გულგრილობაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ ვანთაში ნუსხელიძეების ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია, რაზედაც სააგენტო დროულ რეაგირებას არ ახდენს.

ნუსხელიძეები ერთ ოთახში ცხოვრობენ. ოთახს არც კარი აქვს, არც ფანჯარა და არც იატაკი. სახურავიდან წყალი ჩადის. ოთახში ორი მორყეული საწოლი და ძველი კარადა დგას. ხუთ ადამიანს ორ საწოლში სძინავს. ამ ოთახშია ტუალეტიც. 2 წლის ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, 4 წლის ლიკა ვერ მეტყველებს. ნუსხელიძეებს არც ელექტროენერგია აქვთ. გაუსაძლისი პირობების გამო 2 ბავშვი უკვე გარდაიცვალა.

ნუსხელიძეების მეზობლის მაგული ნუსხელიძის თქმით, ოჯახის უფროსი ზურაბ ნუსხელიძე ხშირად სვამს და სახლში იშვიათად მიდის, მისი მეუღლე კი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში უპატრონოდ ტოვებს. „ცოტა ხნის წინ, როცა მშობლები შინ არ იყვნენ, უფროს ბავშვს ინვალიდი ბავშვი ჰყავდა გამოყვანილი. ოთახის წინ, ეზოში გუბე აქვთ. თავს წყალში აყოფინებდა და რომ არ დაგვენახა, შეიძლება დაეხრჩო“, - ამბობს მაგული ნუსხელიძე.

სოფელ ვანთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის იოსებ იოსებაშვილის თქმით, ამ ოჯახის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილება.

„ჩვენი სოციალური მუშაკები მუშაობენ ამ საქმეზე, მაგრამ სანამ რაიმე გამოსავალს არ ვიპოვით, ვერაფერს ვიზამ. მე სად წავიყვანო ეს ბავშვები? მაგათ არც საბუთები არ აქვთ, დაბადების მოწმობის გარეშე კი ბავშვს არცერთი თავშესაფარი არ მიიღებს. თან მშობლების თანხმობა თუ არ გვაქვს, ბავშვებს თავშესაფარში ვერ გადავიყვანთ“, - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების უფროსი თამარ ნოღაშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, მშობლები ბავშვების ბავშვთა სახლში გადაყვანაზე უარს არ ამბობენ.

„უარის თქმის შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილება ვალდებული იყო ბავშვების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით, მშობლებისთვის მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვაზე სარჩელი აღეძრა. რაც შეეხება ნოღაშვილის განცხადებას, რომ ბავშვებს და მშობლებს დოკუმენტები არ აქვთ და ხელს ეს ფაქტორიც უშლით, სააგენტოს თავად უნდა ეზრუნა დოკუმენტაციის მოწესრიგებაზე, იმიტომ რომ ბავშვების სიცოცხლე საფრთხეშია. ფაქტია, რომ სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან გულგრილობას აქვს ადგილი“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები