კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა სუბელიანის უწყებასთან მოშიმშილე დევნილები 10 000 დოლარის ფარგლებში კომპენსაციას ითხოვენ

1 სექტემბერი, 2010
კობა სუბელიანის უწყებასთან მოშიმშილე დევნილები 10 000 დოლარის ფარგლებში კომპენსაციას ითხოვენ.
 
თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქციის წევრები მოშიმშილე დევნილებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ფრაქციის თავმჯდომარე ინგა გრიგოლია და ფრაქციის წევრი ზაზა გაბუნია. ამ შეხვედრას სამინისტროს მხრიდან ესწრებოდა პრესცენტის ხელმძღვანელი ეკა გულუა. მას მოუხდა მოშიმშილეთა კრიტიკის მოსმენა, კითხვებზე პასუხის გაცემა.

სამინისტროს წინ, დაახლოებით, 30-მდე დევნილი იმყოფებოდა. ისინი სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან მათი პრობლემების იგნორირების გამო მწვავე კრიტიკას გამოთქვამდნენ; ითხოვდნენ პრესცენტრისგან, დაესახელებინათ ის ობიექტები, სადაც მათ სამინისტრო განათავსებდა.

ეკა გულუას განცხადებით, დევნილებს სთავაზობენ ობიექტებს ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ხობში, წალენჯიხაში, აბაშაში, ასევე - კახეთში, სოფელ ბაკურციხეში, სადაც მათ ექნებათ ელექტროენერგია, წყალი, საცხოვრებელი პირობები და ექნებათ მუდმივი დახმარება ჯანდაცვის კუთხით.

მოშიმშილე დევნილთა ოჯახების ნაწილმა დაპირება სერიოზულად არ მიიჩნია და 10 ათასი დოლარის ფარგლებში კომპენსაცია მოითხოვა, რათა თავად უზრუნველყონ თავიანთი ოჯახები. დევნილები აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხით სახლების შეძენას შეძლებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„ქრისტიან-დემოკრატები“ დევნილებს მათი პრობლემებზე სასაუბროდ საკრებულოს ტრიბუნის გამოყენებას დაპირდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები