კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმს აფხაზეთში გაერო-ს დამკვირვებლების შესვლა ამ დროისთვის არარეალურად მიაჩნია

2 სექტემბერი, 2010
სოხუმს აფხაზეთში გაეროს დამკვირვებლების შესვლა ამ დროისთვის არარეალურად მიაჩნია. როგორც საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ამის შესახებ ჟენევის დისკუსიებზე სოხუმის რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა.

ჩირიკბას თქმით, აფხაზეთში გაეროს მისიის ან დამკვირვებლების განთავსება ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიულად დასაშვები ვარიანტია.

„აფხაზეთს მუდმივად აქვს კავშირი გაეროსთან, განსაკუთრებით კი, ჟენევის დისკუსიების ფორმატში. აფხაზეთში ჩამოდიან გაეროს წარმომადგენლები. ისინი მონაწილეობენ გალის რეგულარულ ხუთმხრივ შეხვედრებში. იმედი გვაქვს, აფხაზეთში მომავალში ამ გლობალური საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდება და მაშინ აფხაზეთში ამ ორგანიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენლობის ყოფნა სრულიად ბუნებრივი იქნება; ჯერ კი, ამაზე საუბარი ნაადრევია“, - აღნიშნა ჩირიკბამ.

გამოცემა „ვზგლიადმა“ 1 სექტემბერს გაავრცელა ვიაჩესლავ ჩირიკბას კომენტარი, სადაც იგი აცხადებს, რომ „სოხუმს საზღვრის აფხაზურ მხარეზე გაერო-ს დამკვირვებლების დაშვება სურს“. იქვე განმარტავს, რომ ამ მექანიზმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ახალი, აფხაზური პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც სოხუმის რეჟიმი ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდზე წარადგენს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები