კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვით დაინტერესდა

3 სექტემბერი, 2010
„ფრიდომ ჰაუსმა“ მსოფლიოში 165 ქვეყნის მაგალითზე, პროფესიული კავშირებისა და მშრომელთა უფლებების მდგომარეობა აღწერა.

ანგარიშის ავტორებმა, შრომის პირობების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების სისტემური და მასშტაბური დარღვევების მიხედვით, ქვეყნები ხუთ ჯგუფად დაყვეს: თავისუფალი, შედარებით თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი, რეპრესიული და მეტად რეპრესიული. ანგარიშის თანახმად, დედამიწის თითქმის მეოთხედ ნაწილში შრომის რეპრესიული კანონმდებლობა მოქმედებს. საქართველო კვლევაში ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა რიცხვს არის მიკუთვნებული.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, რომელიც ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, დეტალურად არ არის აღწერილი საქართველოში არსებული ვითარება, მშრომელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, თუმცა ცნობილია ის ინდიკატორები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ქვეყნის რეიტინგზე.

ერთ-ერთ ასეთ ინდიკატორად ანგარიშში დასახელებულია პროფკავშირში გაწევრიანების გამო დასაქმებულთა დევნა-შევიწროებაა. ჩვენი ქვეყნის დაბალ შეფასებას შრომის კანონმდებლობაც განსაზღვრავს, რომლის შეცვლისკენ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წარმომადგენლობამ არაერთხელ მოუწოდა. საუბარია, საქართველოში მოქმედ შრომის კოდექსში დასაქმებულთა უფლებების არასათანადოდ ასახვაზე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები