კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოდარ საქუაშვილის ოჯახს ქონება წაართვეს

7 სექტემბერი, 2010
თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მცხოვრები ბიზნესმენის, აწ გარდაცვლილი ნოდარ საქუაშვილის ოჯახს ქონება წაართვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბიზნესმენის მეუღლემ ლია ელიზბარაშვილმა განუცხადა, შანტაჟით და სხვადასხვა დოკუმენტების გაყალბების შედეგად, ბიზნესმენის 9 მილიონ ლარად შეფასებული ქონება ნოდარ საქუაშვილის დამ ქეთევან ჯინჭველაძემ მიითვისა.

ლია ელიზბარაშვილის თქმით, ქეთევან ჯინჭველაძის მეუღლე ნუგზარ ჯინჭველაძე საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას ბიძაა.

შეგახსენებთ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ნოდარ საქუაშვილი კახეთში პრეზიდენტის მასპინძელი იყო. მიხეილ სააკაშვილს სანიორეში მასთან მაღალი რანგის სტუმრებიც ჩაჰყავდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი ამ თემაზე ჟურნალისტურ გამოძიებას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები