გურჯაანის რაიონში სოფლის გამგებლებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დოკუმენტაცია გააყალბეს
07.09.2010
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ასათვისებლად დოკუმენტაცია გააყალბეს. ამასთან, როგორც ადგილობრივი ტელეკომპანია იტყობინება, პროგრამით გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა.
ტელეკომპანიის ცნობით, სოფლის გამგებლებმა საინიციატივო ჯგუფებში წევრები ისე შეიყვანეს, რომ მათთვის არც უცნობებიათ, რასაც თავად ეს ადამიანებიც ადასტურებენ. ზოგიერთ სოფელში გზების მოსახრეშად ქვიშა დაყარეს, რომელიც აღარ გადაასწორეს. სოფელ მუკუზანში, საბავშვო ბაღის ღობეზე, ცემენტის 4 ფილის ფეხზე დასაყენებლად 1089 ლარია დახარჯული.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის შოთა უტიაშვილის განცხადებით, სიუჟეტში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „მე შევხვდი სოფლის გამგებლებს და მათ ტელევიზიით გასული ინფორმაცია არ დაადასტურეს“, - აღნიშნა გამგებელმა.
ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://ick.ge/ka/videogallery/2675-2010-09-06-12-23-29.html

კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას