კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესზე დაბრუნების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

8 სექტემბერი, 2010
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარეს უარი უთხრა პროცესზე ცოტნე გამსახურდიას დაბრუნების შუამდგომლობაზე. გამსახურდია სასამართლოსადმი უპატივცემულობისა და შეურაცხყოფის საფუძვლით არის პროცესიდან გაძევებული.

სამაგიეროდ, მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დაკითხვის შესახებ. ექსპერტი მის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით დაიკითხება. ექსპერტიზა ადვოკატების მოთხოვნით ჩატარდა და როგორც დამცველები აცხადებენ, გრაფიკულმა ექსპერტიზამ საქმეში არსებული ერთ-ერთი დოკუმენტის სიყალბე დაადასტურა.

გამსახურდიას სასამართლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადვოკატებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც გამსახურდიას 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მას მსჯავრი განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში დაედო. გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები