06:39, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დავით წიქარიშვილი: „მასწავლებელთა ატესტაცია მთლიანად არის ადამიანის შრომითი უფლების დიდი დარღვევა“

09.09.2010

სალომე აჩბა

ცოტა ხნის წინ მასწავლებელთა ატესტაცია ჩატარდა. საგნობრივი ტესტის გარდა, პედაგოგებს პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებაც მოუწიათ. საატესტაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, თუმცა გამსვლელი ქულის აღების შემთხვევაში, პედაგოგებს ხელფასის მომატებას პირდებოდნენ. ატესტაციის შედეგებს მასწავლებელთა ნაწილი აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ქულები სამართლიანად არ დაწერილა. ამ საკითხზე humanrights.ge-ს ესაუბრება განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირ „ერთობის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით წიქარიშვილი.

- მასწავლებელთა ატესტაციისა და გამოვლენილი კვალიფიკაციის დონის მიხედვით, ხელფასების დანიშვნის შესახებ განათლების სამინისტროში საუბარი დიდი ხანია დაიწყო. მედიაც აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში, ტელევიზიით პოლიტიკური თუ საგანმანათლებლო წრეების საკმაოდ ბევრი წარმომადგენელიც გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც საზოგადოებას პრესის საშუალებით მიმართა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ მასწავლებელთა ატესტაციის ამგვარი ფორმისათვის. არანაირი გარანტია არ არსებობდა იმისა, რომ გამოცდები სამართლიანად ჩატარდებოდა. ასევე არ იყო ბოლომდე გარკვეული ხელფასებსა და ამ ატესტაციას შორის კავშირი. ამ კუთხით, კანონმდებლობაც დღემდე საბოლოოდ არ არის მოწესრიგებული.  ჩემთვის დღემდე გაუგებარია, თუ არსებობს თანხები და მთავრობას უნდა მასწავლებლისთვის ხელფასის მომატება, რა საჭიროა კიდევ ფულის ხარჯვა და გამოცდების ჩატარება?! ხელფასების მომატების ერთადერთი გზა არსებობს და ისიც გამოცდების ჩაბარებაზე გადის?! თუ ასეა, სხვაგან ყოფილა ძაღლის თავი დამარხული. ინფორმაციაც გვქონდა და ვხვდებოდით კიდეც, რომ მასწავლებელთა ცოდნის დონე კი არ გამოვლინდებოდა და ამ კატეგორიებს კი არ შეუსაბამებდნენ ხელფასებს, არამედ ისეთ ქულებს დაწერდნენ, რომ სახელფასოდ გამოყოფილ თნხმებს ატესტაციის შედეგებს შეუსაბამებდნენ. ჩვენი ვარაუდები გამართლდა.  

რაც შეეხება საგამოცდო მოდელს, არასრული იყო კრედიტები, რაც სახელმწიფომ დაურიგა მასწავლებლებს. მასწავლებლებს სრულყოფილად რომ გაევლოთ ეს კურსი, საჭირო იყო სახელმწიფოს მიერ კიდევ გარკვეული თანხის დამატება.

საგამოცდო  საკითხებში შეტანილია ბევრი ისეთი რამ, რომლის ცოდნაც სკოლის მასწავლებელს არ ევალება. საგამოცდოდ ძალიან მცირე დრო იყო გამოყოფილი. მასწავლებლები, უბრალოდ, ვერ ასწრებდნენ ყველა კითხვაზე სრულყოფილად პასუხის გაცემას. როგორც ირკვევა, არსებობდა ქულების გამოყვანის ფარული ინსტრუქციაც.Aამ ყველაფრის გამო, კატასტროფულად დაბალი ქულები დაიწერა.

- მასწავლებლებმა გაასაჩივრეს შედეგები?

- გასაჩივრების მექანიზმი არის ასეთი: ასაჩივრებ ისევ იქ და იმასთან, ვინც ქულები დაგიწერა. შესაბამისად, გასაჩივრება ყოელგვარ აზრს კარგავდა. რაც შეეხება სასამართლოში განცხადების შეტანას, სასამართლოებში არ არის იმ კვალიფიციის კადრები, ექსპერტები, ვისაც შეუძლია დაადგინოს, სამართლიანად დაუწერეს თუ არა რომელიმე კონკრეტულ მასწავლებელს ქულა. სასამართლო, საბოლოოდ, ისევ მთავრობის მხარდამჭერ ექსპერტთან მივა. შესაბამისად, შეცდომის გამოსწორების იმედი არ უნდა გვქონდეს. ვფიქობთ, ეს პროცესი მთლიანად არის ადამიანის შრომითი უფლების დიდი დარღვევა.

- ატესტაცია ხომ ნებაყოფლობითი იყო? ამ ეტაპზე კანონი ხომ არ ავალდებულებდა მასწავლებელს ატესტაციის გავლას?

- როცა გეუბნებიან, რომ მოგემატება ხელფასი, ან დარჩები უმუშევარი, ამას არ ჰქვია არჩევანის თავისუფლება. ეს ხომ მხოლოდ იმისთვის გააკეთეს, რომ მასწავლებლების მოსალოდნელი შემცირების დროს სამინისტროს ჰქონდეს დამატებითი არგუმენტი - ცოდნის დონის იმდენად დაბალი შედეგები გვაქვს, რომ ამ ხალხის სამუშაოზე გაჩერება მხოლოდ ჩვენი კეთილი ნების გამო ხდებაო. აქ უკვე ნებაყოფლობითი არაფერია. ამ გზით, რეჟიმს მასწავლებლებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კიდევ ერთი ბერკეტი აქვს. თუ მოუნდა, მას გამოიყენებს შესამცირებლად და უნდა - შესაშინებლად.

- საატესტაციო გამოცდაზე არგასვლის შემთხვევაში, ახლანდელი კანონმდებლობით, მასწავლებელს არ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან?

- ვინც არ გავიდა საატესტაციო გამოცდებზე, ბუნებრივია, მათ არ გაათავისუფლებენ სამსახურიდან. ახლავე არც მათ მოხსნიან, ვინც დაბალი ქულა აიღო გამოცდაზე, მაგრამ როცა დაიწყება შემცირებები, გამოცდაზე მიღებული დაბალი ქულა გარკვეულ როლს შეასრულებს. მეორე საკითხია, რომ მასწავლებლის ახლანდელი ხელფასი ძალიან დაბალია. შესაბამისად მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ამიტომ მიიღეს საატესტაციო გამოცდაში მონაწილეობა.

- ატესტაციის რა ფორმაა თქვენი პროფკავშირისთვის მისაღები?

- თუ სახელმწიფოს მასწავლებლისთვის ხელფასის მომატება უნდა, თანაც პროფესიული დონის მიხედვით, აუცილებელი არაა, ყველა მასწავლებელმა ერთდროულად გაიაროს გამოცდა. მანამდე უნდა მოხდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება, შეიქმნას კურსები, რომელსაც სისტემატიური, ყოველდღიური ხასიათი უნდა მიეცეს. სურვილის მიხედვით, უნდა მივა მასწავლებელი იქ და უნდა - არა.

მასწავლებლის პროფესიონალიზმი პირველ რიგში მის მიერ ჩატარებული გაკვეთილების ხარისხით უნდა მოწმდებოდეს და არა დიპლომით და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებით ან საატესტაციო გამოცდაზე მიღებული ქულით.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ლალი ტუკვაძე
2011-02-26 15:45
ჯერ დააზუსტონ, რამდენი ექნება ხელფასი ტესტირებაგავლილ მასწავლებელს. პრეზიდენტი რომ გაიძახის, 1000 ლარამდე შეევსება 25%-სო, ეს როგორ გავიგოთ? ვინ არის ინგლისურის ჩამბარებელი? რატომ არის საერთოდ აუცილებელი უცხო ენის ჩაბარება , თანაც აუცილებლად ინგლისურის? რა დავაშავეტ, ვინც გერმანულს და ფრანგულს ვსწავლობდით სკოლაში? ხომ შეიძლება, ადამიანური ფორმით, საგანთან მიმართებაში ჩატარდეს ეს ტესტირება...საშინელი საკითხებია, უცხოური ტერმინოლოგია, დასაზეპირებელი თეორიები, ბარემ პირდაპირ გაგვყარონ სკოლიდან! ამგვარი ფორმით ჩატარებული ატესტაცია, ვერ გამოარკვევს , ვინ უფრო კვალიფიციური კადრია...ეს არის ხელოვნური ბარიერი, მითუმეტეს ინგლისურისა და კომპიუტერის დამატებით. სად არის პროფკავშირი? მოკვდა? ვინ დაიცავს ამ კრიზისის დროს მასწავლებელს?
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC