კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანტისანიტარიაში მიტოვებული დევნილები

9 სექტემბერი, 2010
შორენა ლათათია, ზუგდიდი-თბილისი

აფხაზეთიდან დევნილი 28 ოჯახი წლებია, ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებაში ცხოვრობს. თუმცა, მათი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. ამასთან, უკვე 2 თვეა, წყალგაყვანილობიდან მუდმივად ჟონავს წყალი და ფეკალური მასები, რის გამოც შენობაში მომრავლებულია მწერები. უსიამოვნო სუნის გამო თითქმის შეუძლებელი დერეფნებსა და ოთახებში გაჩერება.

„დავუშვათ, რომ ეს შენობა დაკანონებას არ ექვემდებარება, მაგრამ კანალიზაციის მილები მაინც შეგვიკეთონ! მთელს შენობაში სრული ანტისანიტარიაა. ასეთ პირობებში აქ გაჩერება  დღითიდღე შეუძლებელი ხდება“, - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ცისანა ქასანიშვილმა.

დევნილები შიშობენ, რომ მათდამი ასეთი უყურადღებობა მათი სხვაგან გადასახლების გეგმას უკავშირდება. თუმცა, ამის შესახებ ოფიციალურად ჯერ არავის უცნობებია.

დასახლებაში მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარია. მათთვის სახელმწიფოს არც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გამოუყვია და არც დასაქმებისა თუ გადამზადების რაიმე პროგრამა შეუთავაზებია.  საკუთარი შემოსავლის არარსებობა დევნილებს სახელმწიფოზე კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის.

აფხაზეთიდან დევნილი ფუფა მანია, პირველი ჯგუფის ინვალიდია და რამდენჯერმე აქვს გადატანილი ინფარქტი. ფუფასთან ერთად სახლში მისი შვილი და 6 წლის შვილიშვილი ლიკა ლაკაშია ცხოვრობს.

„ლიკა 700 გრამი დაიბადა და დღემდე არც ლაპარაკი შეუძლია და არც სიარული. როცა ტირილს იწყებს, ე.ი. შია. მე კი ჩემი ოთხმოცდაათლარიანი პენსიით ბავშვისთვის ნორმალური საჭმლის ყიდვაც კი არ შემიძლია. რამდენიმე თვის წინ სოციალურმა მუშაკმა მაღალი ქულები მომგვანიჭა და ახლა ვერც სოციალურ შემწეობას ვიღებ“, - დამწუხრებული საუბრობს ფუფა მანია.

საქართველოს კონსტიტუციით და სხვა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,  სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს და დაიცვას საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენები. თუმცა, ცალკე თემაა თუ ვის მიიჩნევს სახელმწიფო სოციალურად დაუცველად და რამდენად ახორციელებს თავის ვალდებულებებს.

ახალი ამბები